„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016826
4
22/01/2026
ვებგვერდი, 23/01/2026
280010000.35.137.016826
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2026 წლის 22 იანვარი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019, 280010000.35.137.016451) კერძოდ:

დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 4. სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურების დაფინანსების ოდენობა

1. 0-65000  სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ პირს, შშმ პირებს და 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარს 100%-ით დაუფინანსდება 200 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება, თუ სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება აღემატება 200 ლარს, აღნიშნულ ბენეფიციარს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდება 60%-ით.

2. 65001-150000 სოციალური სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი თანხის 55%-ით.

3. ბენეფიციარს, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განესაზღვრება ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით:

ა) 2000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით;

ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით;

გ) 5000 ლარიდან ზევით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 35%-ით;

დ) დადგენილების მე-3 მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბენეფიციარს, რომლის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯს ნაწილობრივ აფინანსებს სადაზღვევო კომპანია (სახელმწიფო, კერძო და სხვა) 85%-ით ან/და მეტი ოდენობით, არ დაფინანსდება ამ დადგენილებით განსაზღვრული პროგრამით, თუ არ აკმაყოფილებს ამავე მუხლის მე-12 პუნქტის ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, გარდა „ე“ ქვეპუნქტისა;

ე)  დადგენილების მე-3 მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბენეფიციარს, რომლის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების ხარჯი არ აღემატება 300 ლარს, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროგრამით არ დაუფინანსდება, თუ არ აკმაყოფილებს ამავე მუხლის მე-12 პუნქტის ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, გარდა „ე“ ქვეპუნქტისა.

4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებული ბავშვების სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 ლარისა.

5. ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტი, სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება დაუფინანსდება კალენდარული წლის პერიოდში სამჯერადად, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 70%-ის ოდენობით.

6. 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს და სოციალურად დაუცველებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით:

ა) 3000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 100%-ით;

ბ) 3000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით;

გ) 5000 ლარიდან ზევით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით.

7. 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით:

ა) 2000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით;

ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით;

გ)  5000 ლარიდან ზევით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.

8.  18 წლის ასაკს ზევით შშმ და სოციალურად დაუცველ პირებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:

ა) 1000 ლარამდე,  ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების100%-ით;

ბ) 1000 ლარიდან 2000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50 %-ით;

გ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40 %-ით;

დ) 5000 ლარიდან ზევით, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.

9. 18 წლის ასაკს ზევით ბენეფიციარებს კინეზოთერაპია დაუფინანსდებათ:

ა) 2000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50%-ით;

ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40%-ით;

გ) 5000 ლარიდან ზევით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.

10. 18 წლის ასაკს ზევით ბენეფიციარებს ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდებათ:

ა) 2000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 50%-ით;

ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 40%-ით;

გ) 5000 ლარიდან ზევით ბენეფიციარის ასანაზღაურებელი ღირებულების 35%-ით.

11. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურებისთვის დაფინანსება ორჯერადად განხორციელდება უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ პირებზე.

12. მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის მიზნებისთვის უკიდურესად გაჭირვებულია პირი, რომელიც ჩამოთვლილთაგან აკმაყოფილებს შემდეგ ერთ კრიტერიუმს მაინც:

ა) მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის სტატუსი;

ბ) მინიჭებული აქვს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი;

გ) არის მარტოხელა პენსიონერი;

დ) მინიჭებული აქვს მარჩენალდაკარგულის სტატუსი;

ე) არ უფიქსირდება ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი;

ვ) მინიჭებული აქვს შშმ პირის სტატუსი.

13. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომის ვეტერანებს ფიზიოთერაპია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.

14.  სააფთიაქო  და  სამედიცინო  დაწესებულების   სახელზე  გაცემული  საგარანტიო წერილის     გამოყენება შესაძლებელია ბენეფიციარზე, მისი     გაცემის    დღიდან 1(ერთი) თვის განმავლობაში.

15. სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურეობის დასრულების შემდეგ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში, არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესრულებული სამუშაოს საბოლოო (დაზუსტებული) დოკუმენტაცია.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი