შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016354
1
23/01/2026
ვებგვერდი, 26/01/2026
010250020.35.135.016354
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის N10 დადგენილებში ცვლილების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2026 წლის 23 იანვარი

დაბა შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებში (გამოქვეყნების წყარო: ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.135.016210) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

შუახევის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, შუახევის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, ყოველი საანგარიშო თვის 1 რიცხვამდე მიეცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება 990 (ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარეიაგო დავითაძე