,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/01/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016440
2
28/01/2026
ვებგვერდი, 29/01/2026
010250050.35.168.016440
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2026 წლის 28 იანვარი

ქ. სიღნაღი

 

,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უფასო სასადილოში ბენეფიციარების შერჩევისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 იანვრის №2 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 27/01/2022 წ., 010250050.35.168.016338) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის
ა) პირველი  პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) მერის წარმომადგენლის (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) მიერ გაცემული  ინფორმაცია  ოჯახის  სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. კომისია განცხადებას, მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაციის  (შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან) გათვალისწინებით, განიხილავს ინდივიდუალურად,  არაუგვიანეს 10 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმები

1. პროგრამით მოსარგებლეები არიან სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები 0-დან 120001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე:

ა) უძლურებაში მყოფი მარტოხელა პენსიონერი, რომლის შემოსავლის წყაროა მხოლოდ პენსია, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა (რასაც ადასტურებს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100) და საჭიროებს უფასო კვების სერვისს;

ბ) ოჯახი, რომლის წევრიც არის შშმ პირი, რომელსაც შეზღუდული აქვს შრომის უნარი და ოჯახის შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ აღემატება მომართვის პერიოდში არსებულ საარსებო მინიმუმს;

გ) არასაპენსიო ასაკის უმუშევარი პირი, რომლის შემოსავალიც არ აღემატება მომართვის პერიოდში არსებულ საარსებო მინიმუმს;

დ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც არ აქვს მუდმივი შემოსავალი და ოჯახის შემოსავალი თითოეულ სულზე არ აღემატება მომართვის პერიოდში არსებულ საარსებო მინიმუმს.

2. უსახლკარო ოჯახი,  რომელიც მომართვის დროს არ არის რეგისტრირებული  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში და  არ გააჩნია მუდმივი საცხოვრისი,  შესაძლოა ჩაერთოს უფასო კვების სერვისში, თუმცა ჩართვიდან სამი თვის ვადაში  ვალდებულია წარმოადგინოს  მინიჭებული ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგანტოდან.

3. სტიქიური მოვლენების, ეპიდემიის და მსგავს წინასწარ გაუთვალისწინებელ  განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებლობის ფარგლებში, კომისიის ან/და დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზარალებულ პირებს შუძლიათ ისარგებლონ უფასო სასადილოს მომსახურებით სამი თვის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა მიუხედავად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი