დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №05/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.098.016008 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №05/05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 25 აპრილის №05/05 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/04/2018, 040030000.22.054.016245) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს სპორტის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ან სხვა ორგანიზაციების დაკვეთით აწარმოოს სპორტულ-მეთოდური საქმიანობა, შეიმუშაოს სპორტის სახეობების განვითარების კონცეფციები და პროგრამები, მეთოდური დოკუმენტები, ჩაატაროს, სპორტის სახეობათა ფედერაციებთან ერთად, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სემინარები და სხვა;“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სპორტის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები