„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017666
9
06/02/2026
ვებგვერდი, 09/02/2026
140130000.22.034.017666
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №9

2026 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისა და უცხოელის ან თავშესაფრის მაძიებლის დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან/და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 14 ნოემბრის №112 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/11/2025, 140130000.22.034.017641) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის:

1. 57-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ცენტრში მოთავსებული უცხოელისთვის უზრუნველყოფილია 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება ცენტრის უფლებამოსილი პირის (ცენტრის სამედიცინო პერსონალის) მიერ, გარდა ამ წესის 611 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. 61-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 611 მუხლი:

მუხლი 611. დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილების) შენობის „C“ და „D“ ფლიგელებში არსებული დროებითი განთავსების ცენტრის სივრცე

1. საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელი ცენტრში ადგილების არარსებობის ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება განთავსდეს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის (განყოფილების) (შემდგომ − მიმღები ცენტრი) შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში.

2. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში უცხოელი თავსდება პირადი დათვალიერების, დაქტილოსკოპიური მონაცემების აღებისა და სამედიცინო შემოწმების შემდგომ. მიმღებ ცენტრში მოთავსების დროს სამედიცინო შემოწმებისას დამატებით ივსება შესაბამისი ოქმი.

3. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში მოთავსებული უცხოელი სარგებლობს ამ წესით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.

4. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში მოთავსებული უცხოელისთვის უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურება ცენტრის უფლებამოსილი პირის (ცენტრის სამედიცინო პერსონალის) მიერ სამუშაო საათების განმავლობაში, ხოლო დანარჩენ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება.

5. მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში არსებული წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას უზრუნველყოფს დეპარტამენტის დროებითი განთავსების სამმართველო.

6. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია დამატებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაარეგულიროს მიმღები ცენტრის შენობის „C“ ან/და „D“ ფლიგელში არსებული ცენტრის ფუნქციონირებას მიკუთვნებული სხვა დამატებითი საკითხები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე