დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090040.10.003.025602 |
|
„უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/01/2024, 280090040.10.003.024393) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) უსახლკარო ოჯახის წევრები ცხოვრობენ სხვის საკუთრებაში/ თანასაკუთრებაში ქირით ან ქირის გარეშე;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინარსიის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) უსახლკარო ოჯახის წევრ(ებ)ს უფიქსირდება საკუთრებაში/ თანასაკუთრებაში უძრავი ქონება (საცხოვრებელი ფართი), გარდა ამ პროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-4 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. უსახლკარო ოჯახებმა, რომელთა მიმართ გამოიცა დაკმაყოფილების შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სააგენტოში განცხადებით უნდა წარადგინონ შესასყიდად საცხოვრებელი ფართი (სახლი/ბინა), რომელსაც აუცილებლად თან უნდა ერთოდეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) წარდგენის ვადას/გაგრძელებას განსაზღვრავს კომისია, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საბიუჯეტო ასიგნებების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები