საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 18/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 010240040.45.050.016015
14
18/02/2026
ვებგვერდი, 19/02/2026
010240040.45.050.016015
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
 

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №14

2026 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის № 4 ბრძანებით დამტკიცებული მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 9 თებერვლის №314 განკარგულებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2026 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, სსიპ  საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის № 4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების“  მე-7  მუხლის  საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების“ მე-4 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში და აღნიშნული პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1. ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გაზომვის საშუალებების რეესტრისა და ლეგალიზაციის სამმართველო;

ბ)  ეტალონური სამმართველოები სპეციალიზაციის მიხედვით.“

„2. ინსტიტუტში შემავალი სამმართველოები და ლაბორატორიებია:

ა) გეომეტრიული გაზომვების ეტალონური სამმართველო:

ა.ა) ხაზოვან სიდიდეთა გაზომვის ლაბორატორია;

ა.ბ) კუთხურ სიდიდეთა გაზომვის ლაბორატორია.

ბ) ელექტრული გაზომვების ეტალონური სამმართველო:

ბ.ა) სიმძლავრის, დიდი დენების და მაღალი ძაბვის ლაბორატორია;

ბ.ბ) დენის, ძაბვის და წინაღობის ლაბორატორია;

ბ.გ) მუდმივი ძაბვის ლაბორატორია.

გ) მასისა და მასასთან დაკავშირებული სიდიდეების ეტალონური სამმართველო:

გ.ა) მასის ლაბორატორია;

გ.ბ) მოცულობის ლაბორატორია;

გ.გ) სიმკვრივის ლაბორატორია.

დ) მექანიკური გაზომვების ეტალონური სამმართველო:

დ.ა) ნივთიერებათა ხარჯის ლაბორატორია;

დ.ბ) მოძრაობის (ვიბრაციის) პარამეტრების ლაბორატორია.

ე) რადიაციული მეტროლოგიის ეტალონური სამმართველო:

ე.ა) დოზიმეტრული ლაბორატორია;

ე.ბ) გამოსხივების აქტიურობის განმსაზღვრელი ლაბორატორია;

ე.გ) რადიოქიმიური ლაბორატორია;

ე.დ) წნევის გაზომვების ლაბორატორია.

ვ) რაული კანკიას სახელობის რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტის ეტალონური სამმართველო:

ვ.ა) რადიოელექტრული და ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია;

ვ.ბ) დროისა და სიხშირის ლაბორატორია;

ვ.გ) ფოტომეტრიისა და რადიომეტრიის ლაბორატორია;

ვ.დ) აკუსტიკური გაზომვის ლაბორატორია.

ზ) ფიზიკურ-ქიმიური ეტალონური სამმართველო:

ზ.ა) კონდუქტომეტრიის ლაბორატორია;

ზ.ბ) PH-მეტრიის ლაბორატორია;

ზ.გ) სტანდარტული ნიმუშების ლაბორატორია.

თ) ტემპერატურისა და ტენიანობის ეტალონური სამმართველო;

თ.ა.) ტემპერატურის ლაბორატორია;

თ.ბ) ტენიანობის ლაბორატორია.“.

მუხლი 2
განხორციელდეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების“  მე-5 მუხლის პირველ, მე-2 , მე-3 და მე-4 პუნქტებში და აღნიშნული პუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:

„1.გაზომვის საშუალებების რეესტრისა და ლეგალიზაციის სამმართველოს ფუნქციებია:“;

„2.გაზომვების სფეროების მიხედვით ეტალონური სამმართველოების ფუნქციებია:

 ბ) სამმართველოების ეტალონების საერთაშორისო, რეგიონულ და/ან ორმხრივ შედარებებში მონაწილეობის მიღება ერთეულების საერთაშორისო სისტემასთან (SI) მიკვლევადობისა და გაზომვათა ერთიანობის უზრუნელსაყოფად;“;

„3.რაულ კანკიას სახელობის რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტის ეტალონური სამმართველოს სპეციფიკური ფუნქციაა რადიოფიზიკის, ოპტიკისა და აკუსტის სფეროში გაზომვის საშუალებების დაკალიბრების,  დამოწმების და სალარო აპარატების, სათამაშო აპარატების პროგარმული უზრუნველყოფის გამოცდებთან დაკავშირებულ სამუშაოთა წარმოება, შესაბამისი ნორმატიულ-ტექნიკური და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება.“;

„4.ფიზიკურ-ქიმიური ეტალონური სამმართველოს სპეციფიკური ფუნქციაა ფიზიკურ-ქიმიური გაზომვების სფეროში სტანდარტული ნიმუშების დამუშავება და წარმოება.“.

მუხლი 3
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2013 წლის 3 ოქტომბრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დებულების“ სხვა მუხლები და პუნქტები დარჩეს უცვლელი.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს გენერალური დირექტორიდავით ტყემალაძე