დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1398-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480060000.05.001.103025 |
1398-Vმს-XIმპ
17/03/2026
ვებგვერდი, 24/03/2026
480060000.05.001.103025
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
|
„საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.06.2012, სარეგისტრაციო კოდი: 480060000.05.001.016809) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი (შემდგომ − დირექტორატი) − სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებების უზრუნველსაყოფად სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს საკონსულო პოლიტიკის შემუშავებასა და დაგეგმვასთან დაკავშირებით, ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს და საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტივებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი (შემდგომ − საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტი) − დირექტორატის ქვედანაყოფი, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ განხორციელებული საკონსულო საქმიანობის საკონსულო მონიტორინგს, კოორდინაციას უწევს საკონსულო თანამდებობის პირების მუშაობას და საკონსულო საქმიანობის განხორციელების მიზნით გასცემს დირექტივებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს;“. 2. მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების არარსებობის შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობით საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტმა, მესამე სახელმწიფოში არსებულმა საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებამ. 6. საჭიროების შემთხვევაში სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში საკონსულო საქმიანობა შეიძლება განახორციელოს აგრეთვე დროებით მივლენილმა საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის თანამშრომელმა ან საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან სხვა საკონსულო დაწესებულებაში სამუშაოდ წარგზავნილმა საკონსულო თანამდებობის პირმა.“. 3. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. თუ, განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, არ ხდება საქართველოს ფიზიკური პირებისა და იურიდიული პირების დარღვეული უფლებების აღდგენა, საკონსულო თანამდებობის პირმა ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, დირექტორატის ხელმძღვანელსა და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს.“. 4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკონსულო თანამდებობის პირად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, დიპლომატიური თანამდებობის პირის როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, გავლილი აქვს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სპეციალური სასწავლო პროგრამა და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატი.“. 5. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საკონსულო ფუნქციების შესრულების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო საკონსულო ფუნქციების დროებით შესასრულებლად შეიძლება მივლინებულ იქნეს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიპლომატიური თანამდებობის პირი.“. 6. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკონსულო თანამდებობის პირი საკონსულო საქმიანობის განხორციელებისას ექვემდებარება სამინისტროს, დირექტორატსა და საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტს.“. 7. მე-16 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკონსულო ოლქის შემოვლის აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას საკონსულო ოლქის შემოვლის თაობაზე, ხოლო სხვა საკონსულო თანამდებობის პირი წერილობით მიმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელსა და დირექტორატს. 21. დირექტორატი უფლებამოსილია საკონსულო თანამდებობის პირს გაუწიოს რეკომენდაცია საკონსულო ოლქის შემოვლის შესახებ.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 მარტი 2026 წ. N1398-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები