„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 08 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/02/2026
ძალაში შესვლის თარიღი 21/02/2026
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016861
10
13/02/2026
ვებგვერდი, 17/02/2026
190040000.35.148.016861
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 08 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2026 წლის 13 თებერვალი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 8 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 08 დეკემბრის №25 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 14/12/2017, 190040000.35.148.016411) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განესაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული ოდენობა) თვეში 800 (რვაასი) ლარის ოდენობით“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 21 თებერვლიდან.

საკრებულოს თავმჯდომარემარლენ ნადირაძე