დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.034.017678 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, №84, 23.06.2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის: ა) ბ1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ2 ქვეპუნქტი: „ბ2) ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტი;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო;“. 2. 91 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი: „მუხლი 92. ოპერატიულ - საგამოძიებო დეპარტამენტი 1. ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ და პრევენციულ ღონისძიებებს, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო და კონტრდაზვერვით საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა გამოვლენას, მათზე რეაგირებასა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას; გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიებას; დ) აწარმოებს ოპერატიულ-სამძებრო და შესაბამისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას; ე) უზრუნველყოფს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკანონო მიგრაციის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და პრევენციას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა მონაცემების მოპოვებას, დადგენას, ძებნას, პირთა დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას; ვ) უზრუნველყოფს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, არსებული მდგომარეობის განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლასა და პრევენციას; ზ) უზრუნველყოფს საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და კურატორი სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე. 3. ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, წყვეტს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტისათვის დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე; ბ) საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ამოწმებს მათ შესრულებას; გ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკას; დ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან/და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ოპერატიული მთავარი სამმართველო; ბ) საგამოძიებო სამმართველო.“. 3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო) 1. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას; ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და მისი მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლს; გ) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას და შემდგომ კოორდინაციას, შესაბამისი ვიზიტების, შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებას; დ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას, სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამზადებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტების პროექტებს და ხელს უწყობს მათი განხორციელების პროცესში სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას; ე) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში; ვ) ახორციელებს არასაიდუმლო და სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას და საერთო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვასა და ინსპექტირებას; ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას; თ) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის უზრუნველყოფს კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების და სტრატეგიის შექმნას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას/განხორციელებას, საზოგადოებასთან სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მედიასთან თანამშრომლობას; ი) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობას, სასწავლო ღონისძიებათა სამედიცინო უზრუნველყოფას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლსა და სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობას; კ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციაში საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას; ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს. 2. ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) სტრუქტურული ერთეულებია: ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო; ბ) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ღონისძიებების სამმართველო; გ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამსახური; დ) სამედიცინო-სადაზღვევო სამსახური. 3. ადმინისტრაციის (მთავარი სამმართველო) საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსის ის მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბში მივლინებული მეკავშირე ოფიცერი, ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“. 4. 104 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო 1. სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სახელმწიფო საზღვარზე ატარებს სპეციალურ ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის უზრუნველსაყოფად. 2. სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) I სწრაფი რეაგირების სამმართველო; ბ) II სწრაფი რეაგირების სამმართველო; გ) ოპერატიული დაგეგმარებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური.“. 7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო 1. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო: ა) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის ფინანსური პოლიტიკის შემუშავებას, მის განხორციელებას, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას; ბ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტს; გ) ანაწილებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს შესაბამის ქვედანაყოფებზე; დ) მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე აკონტროლებს დაგეგმვის, დაფინანსებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების ღონისძიებებს; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსურად უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებებს; ვ) აკეთებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს, აფორმებს ხელშეკრულებებს მიმწოდებელთან და აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს; ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების სატრანსპორტო, სამეურნეო და მომარაგების უზრუნველყოფას; თ) ახორციელებს მატერიალური ფასეულობების მიღებას, გაცემა-განაწილებასა და აღრიცხვას; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და საინჟინრო საშუალებების სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემა-განაწილებასა და აღრიცხვას; კ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საყაზარმო და საბინაო ფონდის ექსპლუატაციას, დადგენილი წესის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილებას; ლ) უზრუნველყოფს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობის ორგანიზებასა და მის სწორ ექსპლუატაციას. 2. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ეკონომიკური სამსახური; ბ) ლოჯისტიკის სამსახური; გ) მატერიალური მარაგების სამსახური“. 8. მე-15 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო“; ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:“. 9. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო) 1. სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო) კომპეტენციის ფარგლებში: ა) სასაზღვრო პოლიციის მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და სწავლების ძირითად მიმართულებებს; ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (შემდგომ – აკადემია) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა/სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ პირთა მიერ სპეციალური პროფესიული მომზადების პროგრამის გავლისას ახორციელებს კურსის პრაქტიკულ და თეორიულ უზრუნველყოფას აკადემიასთან კოორდინაციით; გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული საველე მეცადინეობების ორგანიზებასა და ჩატარებას დღის და ღამის პირობებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში; დ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის შესაბამის პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს; ე) შეიმუშავებს სწავლებისა და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიას, ნერგავს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფს მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას; ვ) უზრუნველყოფს შესაბამისი კურსის/პროგრამის დაგეგმვას სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულთან და სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით; ზ) უზრუნველყოფს კურსის/პროგრამის მსმენელთა შეფასებას გამოცდის/ტესტირების ჩატარებით ან სხვა სახის შეფასების სისტემის საშუალებით; თ) კურსის/პროგრამის დასრულების შემდეგ გასცემს შესაბამის სერტიფიკატს; ი) სასწავლო და შეფასების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; კ) უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით შესაბამისი სწავლების ორგანიზებასა და ჩატარებას; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 2. სასწავლო ცენტრის (მთავარი სამმართველო) სტრუქტურული ერთეულებია: ა) გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამმართველო; ბ) საბაზისო მომზადების მხარდაჭერის სამმართველო.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები