დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018798 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693) დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებული დეტალური სფეროს:
ა) „სოციალური კეთილდღეობა – არაკლასიფიცირებული Welfare, not elsewhere classified“ (კოდი – 0929) მეორე სვეტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „0929.2.1. „ბავშვის უფლებები Child Rights“; ბ) ენის დაუფლება Language Acquisition“ (კოდი – 0231) პირველი სვეტის ჩანაწერი: ბ.ა) „0231.1.2 ინგლისური ფილოლოგია English Philology“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „0231.1.2 ინგლისური ფილოლოგია/ანგლისტიკა English Philology/Anglistics“; ბ.ბ) „0231.1.3 გერმანული ფილოლოგია German Philology“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „0231.1.3 გერმანული ფილოლოგია/გერმანისტიკა German Philology/Germanistics“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები