დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სადაზღვევო საბროკერო ბენე (ბი აი ბი)“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 06/1-რ |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 17/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №06/1-რ 2026 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი |
შპს „სადაზღვევო საბროკერო ბენე (ბი აი ბი)“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
|
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ” 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. შპს „სადაზღვევო საბროკერო ბენე (ბი აი ბი)“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405821918) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012066. 2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „სადაზღვევო საბროკერო ბენე (ბი აი ბი)“-ს“. 3. შპს „სადაზღვევო საბროკერო ბენე (ბი აი ბი)“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები