„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/50
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2026
ძალაში შესვლის თარიღი 16/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016946
1-1/50
20/02/2026
ვებგვერდი, 24/02/2026
040030000.22.024.016946
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/50

2026 წლის 20 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის №1-1/642 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 22/11/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016474) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.  ადმინისტრაციის მიზნები და ამოცანები

1.  ადმინისტრაციის მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა და განხორციელება, ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა. საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის, პოპულარიზაცია.

2. ადმინისტრაციის ამოცანებია საქართველოში საერთაშორისო და შიდატურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა, ტურისტული პროდუქტების განვითარება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ახალი ტურისტული ადგილების იდენტიფიცირება და განვითარების ხელშეწყობა, მცირე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ტურისტულად მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და აქტივობების მხარდაჭერა.“.

2. მე-3 მუხლის:

ა)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არყოფნის ან ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ხელმძღვანელის მოვალეობებს შეასრულებს პირველი მოადგილე ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის ან მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.“;

ბ) მე-6 პუნქტის:

ბ.ა)  „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე, მის მოვალეობას ასრულებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დანიშნული პირი.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციის სისტემა შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან.

2. ცენტრალური აპარატი მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

3. ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოებია ტურისტული საინფორმაციო ცენტრები.

4. ადმინისტრაციის ტერიტორიული ორგანოები იქმნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ქვეყნის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, კონკრეტული გრძელვადიანი მიზნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

5. ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სტრატეგიული განვითარებისა და ანალიზის დეპარტამენტი;

ბ) მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტი;

გ) ტურისტული ადგილებისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) მონიტორინგის დეპარტამენტი;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური;

თ) საინფორმაციო მომსახურების სამსახური;

ი) უკუკავშირის სამსახური;

კ) შიდა ტურიზმის ხელშეწყობის სამსახური;

ლ) ხარისხის განვითარების სამსახური;

მ) ტურისტული პროდუქტის განვითარების სამსახური;

ნ) ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

ო) პრესასთან ურთიერთობების სამსახური;

პ) ბრენდის განვითარების და ციფრული მარკეტინგის სამსახური;

ჟ) საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო.

6. სტრატეგიული განვითარებისა და ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სტატისტიკისა და კვლევების სამმართველო:

ა.ა) მონაცემთა შეგროვება, ბაზრის ანალიზი, გლობალური ტენდენციების შეფასება და პროგნოზირება;

ა.ბ) ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესწავლა და, გლობალურ დონეზე არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, რეკომენდაციების შემუშავება;

ა.გ) საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის კვლევის ინიციირება და ჩატარება;

ა.დ) ტურიზმის სფეროში სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე ანალიტიკური ანგარიშების მომზადება;

ა.ე) ტურიზმის სფეროში სტატისტიკის წარმოების მიზნით უწყებებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინება;

ა.ვ) კვლევების მეთოდოლოგიის მუდმივი გაუმჯობესება;

ა.ზ) სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველყოფა ფართო საზოგადოებისთვის;

ბ) ეფექტიანობისა და შეფასების სამმართველო:

ბ.ა) ადმინისტრაციის ყველა მიმართულების და თემატური აქტივობის შედეგების საზომი მაჩვენებლების შემუშავება და აღნიშნული მაჩვენებლების მეშვეობით პროგრამების შედეგების პერიოდული შეფასება, ასევე აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით პროგრამის სრულყოფისათვის განსახორციელებელი ცვლილებების ინიციირება;

ბ.ბ) ადმინისტრაციის ყველა მიმართულების და თემატური აქტივობის შესაბამისი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება/დანერგვა და აღნიშნული სისტემის პერიოდული განახლება;

ბ.გ) ადმინისტრაციის ყველა მიმართულების და თემატური აქტივობის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ.დ) ადმინისტრაციას დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების სამუშაოს გაზომვადი მაჩვენებლების სისტემის ჩამოყალიბება და პერიოდული განახლება;

ბ.ე) შედეგების დამუშავება და ანალიზი, მონიტორინგის ანგარიშების მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ბიზნესის ხელშეწყობის სამმართველო:

გ.ა) ტურიზმის დარგის კერძო სექტორის განვითარების მიზნით ბაზარზე არსებული გამოწვევების ანალიზი;

გ.ბ) ანალიზის საფუძველზე, მხარდამჭერი აქტივობების საჭიროების იდენტიფიცირება, მათ შორის ადმინისტრაციის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;

გ.გ) იდენტიფიცირებულ საჭიროებაზე მორგებული მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება;

გ.დ) მხარდამჭერი პროგრამების შეფასებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;

გ.ე) მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების პროცესის სრული მართვა, საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით.

7. მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:  

ა) მარკეტინგული კამპანიების სამმართველო:

ა.ა) საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია და მისი წარმოჩენა საერთაშორისო სამიზნე ბაზრებზე;

ა.ბ) საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის, განვითარება და ბრენდის ჩამოყალიბება;

ა.გ) საერთაშორისო ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით კომუნიკაციის არხების/მეთოდების განსაზღვრა და განხორციელება მიზნობრივი ბაზრების მიხედვით, საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;

ა.დ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარების მიზნით თემატურ გამოფენებზე, პრეზენტაციებზე, პრესკონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბით;

ა.ე) ქვეყნის ზოგადი საიმიჯო და ტურისტული პროდუქტების შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალის გავრცელებისთვის რელევანტური საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და მართვა;

ა.ვ) საქართველოს ტურისტული ბრენდის პოზიციონირების მიზნით, საჭირო კვლევების ჩასატარებლად, ტექნიკური დავალების მომზადება და მისი განხორციელების მონიტორინგი.

ბ) საერთაშორისო გამოფენებისა და გაცნობითი ტურების სამმართველო:

ბ.ა) საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო მიზნობრივ ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა  რელევანტურ ღონისძიებებში/გამოფენებში მონაწილეობის მიღება;

ბ.ბ) საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებში ერთობლივი მონაწილეობა;

ბ.გ) ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და ბაზრობების ფარგლებში, ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი შესყიდვისთვის ჩასატარებელი ბაზრის გამოკვლევის წარმოება/მონაწილეობა, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოსთან კოორდინირებულად;

ბ.დ) უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისთვის, ცნობადი სახეებისთვის, ტუროპერატორებისა და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისთვის ქვეყნის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება, მათთან აქტიური კომუნიკაცია და ბაზის მუდმივი განახლება;

ბ.ე) საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მოწვეული პირების  ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი საკითხების წინასწარ განსაზღვრა და შემდგომი მონიტორინგი;

ბ.ვ) განხორციელებული პრესტურების/ინფოტურების შედეგად ჟურნალისტებისა და გადამღები ჯგუფების მიერ მომზადებული მასალების მოძიება, მონიტორინგი, დაარქივება და  ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურებისთვის მიწოდება;

ბ.ზ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით უცხოელი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ცნობადი სახეების საქართველოში მოწვევა, ჩამოყვანა, მასპინძლობა და მარკეტინგული მომსახურებების ორგანიზება.

8. ტურისტული ადგილებისა და კურორტების განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ტურისტული ადგილებისა და კურორტების კვლევისა და ანალიზის სამმართველო:

ა.ა) ქვეყნის მასშტაბით ტურისტულად მიმზიდველი ადგილების (მათ შორის კულტურული, ისტორიული, რეკრეაციული ან/და სხვა) იდენტიფიცირება და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის წარმოება/განახლება;

ა.ბ) იდენტიფიცირებული ადგილების არსებული მდგომარეობის მოკვლევა და შეფასება;

ა.გ) ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარების მიზნით საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების მოკვლევა/ანალიზი;

ა.დ) ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) ტურისტული ადგილებისა და კურორტების დაგეგმვისა და განვითარების სამმართველო:

ბ.ა) ტურისტულად მიმზიდველი იდენტიფიცირებული ადგილების განვითარების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, განვითარების გეგმებისა და კონცეფციების მომზადება;

ბ.ბ) ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარების ხელშეწყობის მიზნით სივრცითი დაგეგმარების, ურბანული განვითარების, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა უფლებამოსილ უწყებებთან კოორდინაცია;

ბ.გ) ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარების გეგმის ფარგლებში განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან და სხვა უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობა.

9. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საფინანსო სამმართველო:

ა.ა) საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ა.ბ) ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის მიხედვით ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;

ა.გ) შესაბამისი წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ადმინისტრაციის გამოყოფილი ასიგნებების რაციონალური და ეკონომიკური გათვლა, მიზნობრივი ხარჯვის უზრუნველყოფა;

ა.დ) შრომის ანაზღაურების გაანგარიშება და გაცემა;

ა.ე) ფინანსური ანგარიშების მომზადება;

ა.ვ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასების, ჩამოწერისა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველო:

ბ.ა) ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვისთვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ.ბ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება;

ბ.გ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეების ფორმირება და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა-წარმოება;

ბ.დ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;

ბ.ე) ადმინისტრაციაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის უზრუნველყოფა;

ბ.ვ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ.ზ) ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების ადმინისტრირებისთვის ყველა საჭირო საკითხის მოგვარება;

ბ.თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოტივაციისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და კარიერის მართვა;

ბ.ი) ადმინისტრაციის შიდაორგანიზაციულ კულტურაზე ზრუნვა;

ბ.კ) ადმინისტრაციაში სამუშაო და პროფესიული გარემოს არსებობის უზრუნველყოფა;

ბ.ლ) თანამშრომლებს შორის სამუშაოს სწორი და თანაბარი გადანაწილების უზრუნველყოფა;

ბ.მ) ადმინისტრაციაში ორგანიზაციული პროცესების გაწერა და ეფექტიანობის ამაღლების მიზნით პროცესების ოპტიმიზაცია;

ბ.ნ) ადმინისტრაციაში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა;

ბ.ო) ადმინისტრაციის ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა,  კოორდინაცია და კონტროლი;

ბ.პ) ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება დადგენილი წესით, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება;

ბ.ჟ) ადმინისტრაციაში შექმნილი და ოფიციალურად შემოსული დოკუმენტების საარქივო აღრიცხვის, მოწესრიგების, დაცვის უზრუნველყოფის, გამოყენებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შენახვის ორგანიზება;

გ) ლოგისტიკის სამმართველო:

გ.ა) ადმინისტრაციის საქმიანობის სამეურნეო, ტექნიკური და მატერიალური ფასეულობებით უზრუნველყოფა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება;

გ.ბ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ქონების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების მოვლა, შენახვა, დაცვა, ექსპლუატაცია და ამ ქონების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;

გ.გ) ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, მათი ტექნიკურად გამართვის, ავტოსათადარიგო ნაწილებით, საწვავითა და საცხებ-საპოხი მასალებით უზრუნველყოფა;

გ.დ) ადმინისტრაციის მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება;

გ.ე) ელექტროქსელის, წყალმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, სველი წერტილებისა და სალიფტე მეურნეობის გამართული და შეუფერხებელი მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ.ვ) სახანძრო უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო:

დ.ა) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზება;

დ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა;

დ.გ) სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი შესყიდვის საშუალებებისა და სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ.დ) დოკუმენტაციის მომზადება და სატენდერო კომისიისთვის წარდგენა;

დ.ე) ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების შესყიდვების ორგანიზება, შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი.

10. მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მონიტორინგისა და აღსრულების სამმართველო:

ა.ა) „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის  დადგენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება;

ა.ბ) სამმართველოს ფუნქციათა შესრულების მიზნით შესაბამისი ელექტრონული სისტემის მართვა და მონიტორინგი;

ა.გ) დანიშნულების მართვის ორგანიზაციის საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მიღება.

ბ) რეგისტრაციებისა და ავტორიზაციის სამმართველო:

ბ.ა) შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;

ბ.ბ) ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოსთვის ავტორიზაციის მინიჭების, შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ სათანადო გადაწყვეტილებების მიღება;

ბ.გ) რეგისტრაციას დაქვემდებარებული ტურისტული საქმიანობის სუბიექტების რეგისტრაციის წესის შემუშავება;

ბ.დ) სამმართველოს ფუნქციათა შესრულების მიზნით, შესაბამისი ელექტრონული სისტემის შექმნა და მართვა;

ბ.ე) დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსის მქონე სუბიექტების რეესტრის წარმოება.

11. იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა;

ბ) ადმინისტრაციის შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ;

გ) ტურიზმის სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;

დ) ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი ზომების მიღება;

ე) ადმინისტრაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ შექმნილი დოკუმენტების სამართლებრივი რევიზია და და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;

ვ) ადმინისტრაციის მიერ დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების მომზადება ან/და ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული შესაბამისი პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება;

ზ) ტურიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი შეთანხმებების, მემორანდუმების, სამოქმედო გეგმებისა და სხვა პროექტების მომზადებაში მონაწილეობა და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა;

თ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა, სამართლებრივი დასკვნების მომზადება და ვიზირება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების სამართლებრივი უზრუნველყოფა;

კ) ადმინისტრაციის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში და ადმინისტრაციის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, წერილებისა და განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) პროექტების მომზადება;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.

12. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა;

ბ) სამინისტროებსა და უწყებებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სხვადასხვა პროექტის განხორციელება;

გ) ტურიზმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შეთანხმებების, მემორანდუმების, სამოქმედო გეგმებისა და სხვა პროექტების მომზადების ორგანიზება და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმართვა;

დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, კოორდინაცია და შესაბამისი პროექტების წარდგენა;

ე) საერთაშორისო თემატურ ღონისძიებებსა და მთავრობათაშორის კომისიებში მონაწილეობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბების და შემდგომი გაღრმავების უზრუნველყოფა, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის და განხორციელების მეშვეობით, მათ შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამუშაო ჯგუფების ფორმირების და მათში მონაწილეობის მიღების მიმართულებით;

თ) გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, გათვალისწინებული აქტივობების წარმართვა და კოორდინაცია, ახალი ინიციატივების გაცნობა და გაზიარება.

13. საინფორმაციო მომსახურების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ტურიზმის კერძო სექტორთან სტრუქტურირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და სიახლეების რეგულარულად გაზიარება;

ბ) ახალი ტურისტული პროდუქტებისა და მიმართულებების გაცნობის მიზნით ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტურების დაგეგმვა და ორგანიზება;

გ) ტურიზმის კერძო სექტორთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სხვადასხვა ინიციატივების, აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;

დ) ტურიზმის სექტორის ახალი პროდუქტების, მომსახურებების, რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის შეგროვების უზრუნველყოფა;

ე) ტურიზმთან დაკავშირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ასოციაციებთან, ბიზნეს გაერთიანებებთან, ორგანიზაციებთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავება;

ვ) ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;            

ზ) ტურისტული საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მათი პროფესიული მომზადების უზრუნველყოფა;

თ) ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;

ი)  მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;

კ) ქვეყნის მასშტაბით არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ერთიანი საინფორმაციო ქსელით უზრუნველყოფა;

ლ) ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  სხვადასხვა აქტივობების განხორციელება;

მ) ქვეყნის მასშტაბით არსებული დანიშნულებების მართვის ორგანიზაციებთან (დმო) თანამშრომლობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია.

14.  უკუკავშირის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ტურიზმის სექტორის მომსახურების ხარისხის მონიტორინგისა და ვიზიტორების კმაყოფილების შეფასების უზრუნველყოფა;

ბ) ტურიზმის სფეროში არსებული კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების მოძიება, მათ შორის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;

გ) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის წარმართვა, გამოწვევების დროული გადაჭრის  მიზნით, მათი ინფორმირება და განხორციელებული რეაგირების შესახებ მონაცემების შეგროვება;

დ) ტურიზმის სფეროში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების ეფექტური მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, მათ შორის ინფორმაციის შეგროვებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდების დანერგვა;

ე) ტურიზმის სექტორში მიმდინარე ტენდენციების, ტურისტული გამოცდილებისა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი;

ვ) სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ზ) ტურისტული ცხელი ხაზის უწყვეტი, ხარისხიანი და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ზარების და შეტყობინებების ოპერატიული მართვა და მომსახურების გაუმჯობესება.

15. შიდა ტურიზმის ხელშეწყობის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებისა და პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და ორგანიზება;

ბ) ქვეყნის მასშტაბით არსებული და ახალი ტურისტული ადგილებისა და პროდუქტების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობების განხორციელება;

გ) შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ახალ და არსებულ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ორგანიზება (კულტურული, სპორტული ღონისძიებები, ფესტივალები და სხვა);

დ) შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადება;

ე) სამმართველოს საქმიანობის ფარგლებში, საქართველოში არსებული მედიის წარმომადგენლების, ბლოგერების, ტურ-ოპერატორების, ფოტოგრაფებისა და ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების განვითარების მიზნით, შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისთვის გაცნობითი ტურების მოწყობა ქვეყნის ტერიტორიაზე;

ვ) ტურისტული ადგილებისა და აქტივობების პოპულარიზაციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში თანამონაწილეობა (სახალხო დღესასწაულები, ფესტივალები და სხვა);

ზ) სახელმწიფოს ან/და კერძო სექტორის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა, მათ შორის, მათი დაფინანსების გზით. ღონისძიებებზე დაფინანსება გაიცემა საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

16. ხარისხის განვითარების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ტურიზმის სფეროში პროფესიული სტანდარტების, გაიდლაინების და კრიტერიუმების შემუშავება;

ბ) ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის განვითარების მიზნით საჭიროებების გამოვლენა;

გ) შრომის ბაზრის საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;

დ) კერძო სექტორის ხელშეწყობა, საჭიროებასა და მოთხოვნაზე დაფუძნებული მოკლევადიანი სასწავლო კურსების უზრუნველყოფით;

ე) საჭიროების შემთხვევაში ტურისტული მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტის განხორციელება.

17. ტურისტული პროდუქტის განვითარების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზების მიზნით, ქვეყნის ტურისტული რესურსისა და პოტენციალის კვლევა;

ბ) ტურისტული პროდუქტებისა და შეთავაზებების განვითარებისა და დივერსიფიკაციის მიზნით, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;

გ) ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზების პოპულარიზაციის პროცესში ჩართულობა, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით;

დ) ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზების განვითარების პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა. საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით;

ე) ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზებების თანმდევი მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების განსაზღვრა და მათი დაგეგმვა-განხორციელების პროცესში ადმინისტრაციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა.

18.   ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ტურისტული ინფრასტრუქტურის სტანდარტების და რეგლამენტის შემუშავება/დანერგვა;

ბ) საჭიროების მიხედვით, ტურისტული პროდუქტისა და შეთავაზების თანმდევი მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა/განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახალი ტურისტული ადგილების განვითარების გეგმის ფარგლებში განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა/განხორციელება;

დ) არსებული ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემის შექმნა;

ე) არსებული ინფრასტრუქტურის მართვა და განახლება.

19. პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის საქმიანობის ცნობადობის გაზრდის მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და საზოგადოებასთან ურთიერთობის არხების განვითარება;

ბ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის მიწოდება;

გ) ადგილობრივ მედიასთან კომუნიკაცია;

დ) ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება;

ე) ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე განხორციელებულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, მათი შემდგომში გაშუქებისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით;

ვ) მედია სივრცის, ჟურნალ-გაზეთების, ტელევიზიის, ინტერნეტ-პორტალების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება;

ზ) ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა და ინიციატივების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

თ) ინტერვიუების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების დაგეგმვა და ორგანიზება;

ი) ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული აქტივობების მედიაში გავრცელება;

კ) მედია ანალიტიკის წარმოება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ლ) ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის ინფო- და მედიატურების ორგანიზება;

20. ბრენდის განვითარებისა და ციფრული მარკეტინგის სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს ტურისტული პროდუქტების ბრენდის ჩამოყალიბება/განვითარება;

ბ) ადმინისტრაციის მიერ, საქართველოს შესახებ შექმნილი ყველა სახის ტურისტული პროდუქტისთვის/პროექტისთვის, აქტივობისთვის, სარეკლამო, საინფორმაციო და მარკეტინგული ვიზუალის  შექმნა;

გ) ადმინისტრაციის პროექტების ფარგლებში კონკრეტული აქტივობებისთვის საუკეთესო საკომუნიკაციო არხის შერჩევა და მართვა;

დ) ადმინისტრაციის საკუთრებაში არსებული ყველა ციფრული არხის მართვა, მხარდაჭერა და მონიტორინგი;

ე) მარკეტინგული კონტენტის (შინაარსის) შემუშავება, პროექტის ბიუჯეტირება და მართვა;

ვ) საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე კრეატიული ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;

ზ) ციფრული  კამპანიების სტრატეგიული დაგეგმვა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის რელევანტური პლატფორმების შერჩევა;

თ) ციფრული კამპანიების შედეგების მუდმივი მონიტორინგი. სხვადასხვა ინსტრუმენტებით ვიზიტორების ქცევის ანალიზი და ყოველთვიური/კვარტალური ანგარიშების მომზადება.

21. საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა;

ბ) საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება. მონაცემთა ბაზის წევრებთან თანამშრომლობისას ბიურო მოქმედებს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანობის სახელმძღვანელოს ფარგლებში. საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზაში გაწევრიანება ხდება ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზაში გაწევრიანების კრიტერიუმების შესაბამისად;

გ) საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო ტენდერების და განაცხადების (ბიდები) მოძიება, საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზის წევრებისათვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი მასალის მომზადება და მათში მონაწილეობის მიღება;

დ) საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საქმიანი ტურიზმის ბრენდის ჩამოყალიბება და განვითარების ხელშეწყობა;

ე) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია და მისი წარმოჩენა საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე;

ვ) შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და ბაზრობების ნუსხის შედგენა, დაგეგმვა და საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სახელით მონაწილეობა;

ზ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სახელით, საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციების, პრესკონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა/თანამონაწილეობა;

თ) საერთაშორისო ბაზარზე ქვეყანაში არსებული საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უწყებებთან თანამშრომლობა. მიზნობრივ ფორუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობა და შეხვედრების გამართვა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პირების, მათ შორის, ადგილზე ინსპექტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების საქართველოში მოწვევის, ჩამოყვანისა და მასპინძლობის უზრუნველყოფა;

კ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის ბრენდის განვითარების მიზნით, საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;

ლ) საქართველოში საქმიანი ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში პროექტების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 16 მარტიდან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინინო ენუქიძე