დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.32.057.016432 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
|
1.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №1 დადგენილებაში (სსმ, 23/02/2023, 010240010.32.057.016372) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ რეგლამენტის დანართი №1-ის შესაბამისად შევსებული განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ინფორმაცია პროექტის შესახებ (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე პროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება, პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო-ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება, პროექტის მოსალოდნელი შედეგები, ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე სამართლებრივი აქტის ზეგავლენის შეფასება, პროექტის განხორციელების ვადები და პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი“;). ბ) დადგენილების განმარტებითი ბარათი დამტკიცდეს თანახმად დანართისა.
|
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
განმარტებითი ბარათი
|
ინფორმაცია პროექტის შესახებ
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აისახება ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები).
პროექტის მიღებით გამოწვეული საფინანსო - ეკონომიკური შედეგების გაანგარიშება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აისახება ინფორმაცია პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობის, პროექტის დაფინანსების წყაროს, ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებზე მისი გავლენის, სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პროექტის მოსალოდნელი შედეგები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (აისახება ინფორმაცია იმ სამართლებრივი ურთიერთობ(ებ)ისა და პირის (პირთა წრის) შესახებ, რომლებზე გავლენასაც მოახდენს სამართლებრივი აქტის მიღება).
პროექტის განხორციელების ვადები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მიეთითება პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის შესასრულებლად საჭირო ვადის თაობაზე).
ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება უნდა მოიცავდეს იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის დასაბუთებას ან/და იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ ინიციატორის მოსაზრებით, შეიძლება ნორმატიული აქტის მიღებამ მოახდინოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე).
ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე სამართლებრივი აქტის ზეგავლენის შეფასება ___________________________________________________________________
პროექტის ავტორ(ებ)ი და წარმდგენი ___________________________________________________________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები