დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვარის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.10.003.025621 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 იანვრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2024, 120000000.10.003.024417) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის წესის“:
1. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გასცეს რეკომენდაცია პირის არაუმეტეს 12 თვემდე (გარდა ამ მუხლის „ე.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გაწვევის გადავადებაზე, თუ კონკრეტულ პერიოდში ამ პირის გაწვევამ არაპროპორციულად დიდი ზიანი შეიძლება, მიაყენოს პირის პირად ან საზოგადოებრივ ინტერესებს და აღნიშნული ზიანის არიდება შესაძლებელი იქნება გაწვევის გადავადებით;“. 2. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ვ“ ქვეპუნქტი: „ე.ვ) პირი საქართველოში ახორციელებს ან განახორციელა ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ან შეიტანა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები