დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 აპრილის №54-30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9-13 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017406 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 15 აპრილის №54-30 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 16/04/2025, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017317) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების“:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (შემდგომში – მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, რეკლამის, აბრის, ვანდალიზმის, გარე ვაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებას.“. 2. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ვანდალიზმის ფაქტების გამოვლენა და კონტროლი;“. 3. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯებაზე, რეკლამის, აბრის, ვანდალიზმის, აკუსტიკური ხმაურის, არასათანადო რეკლამის განთავსებაზე (გავრცელებაზე), აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელებაზე ან/და აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავებაზე (სარგებლობაზე), ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზე, მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებაზე, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების, ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრისა და სამშენებლო მოედანზე შეუფუთავი ამტვერებადი მასალის ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის განთავსებაზე, კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრაზე, პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების/წარმოების/რეალიზაციის ნებართვის ან/და ლიცენზიის გარეშე, ასევე შეძენის, ფლობისა და გამოყენების წესების დარღვევებზე, პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, გარე ვაჭრობაზე, მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ან/და თვითნებური განადგურების ფაქტზე, პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების დადგენილი წესით რეალიზაციაზე, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევაზე, სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესებსა და ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანებაზე;“. 4. დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს ,,ა.ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ა.ა1“ ქვეპუნქტი: „ა.ა1) ახორციელებს მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანების ან განადგურების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანების ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანების ან განადგურების (ვანდალიზმის) ფაქტების გამოვლენას და დამრღვევი პირ(ებ)ის მიმართ ატარებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები