„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018804
25/ნ
27/02/2026
ვებგვერდი, 02/03/2026
430210000.22.022.018804
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №25/ნ

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ოქტომბრის №135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017042) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების წესისა და პირობების“:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council - ERC) კლასიფიკაციით დადგენილ შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში:

ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;

დ) აგრარული მეცნიერებები;

ე) სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები.“.

2. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) კონსულტანტი – პირი, რომელსაც გააჩნია კვლევითი პროექტის კონკრეტული სამეცნიერო, მეთოდოლოგიური, ტექნიკური ან გამოყენებითი ასპექტების შესაბამისი სპეციალიზებული ექსპერტიზა/ცოდნა, პროფესიული კომპეტენციები და პრაქტიკული გამოცდილება და რომელიც სამეცნიერო კონსულტირებას უწევს ახალგაზრდა მეცნიერს კვლევის პროცესში სამეცნიერო/აკადემიური ზედამხედველობის, პროექტის მართვისა და კვლევების შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების გარეშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე