„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/02/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017680
23
26/02/2026
ვებგვერდი, 27/02/2026
140030000.22.034.017680
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №23

2026 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის:

ა) 53 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„53. სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარ სამმართველოში სამსახურის უფროსის თანამდებობის ჩათვლით, რომელიც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საბრძოლო და სპეციალური ღონისძიებების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.“;

ბ) 5და 56 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„55. სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებში სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობის ჩათვლით, იმ თანამდებობებზე რომელთა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უფროსი სპეციალური წოდება, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც დადგენილი წესის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი და აქვს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.

56. ამ მუხლის 52-55 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე