„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016580
7
27/02/2026
ვებგვერდი, 04/03/2026
190020020.35.125.016580
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 25/12/2025 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016572) დამტკიცებულ დანართში

1.  დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის 2.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.4. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ერთჯერ.“.

2.   დანართის მე-3 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანების დახმარება (პროგრამით ვერ ისარგებლებს ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარები) - 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით - თითოეულზე გაიცემა 200 (ორასი) ლარი.“.

3.  დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;

დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი;

ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ვ) ბავშვის ან ბავშვების რეგისტრაციის ბარათ(ებ)ი.“

4.  დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ტყიბულის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა ზარალის ოდენობის შესახებ;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;

დ) ცნობა ბენეფიციარის ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეიზოლდა ნემსაძე