დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1187 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/02/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.017669 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010 წ., №172, მუხ. 2534) დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული არქივის თანამშრომლებთან დებს ადმინისტრაციულ და შრომით ხელშეკრულებებს;“. 2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული არქივის სტრუქტურა შედგება ცენტრალური სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისგან. ეროვნული არქივის ცენტრალური სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები, გარდა ადგილობრივი წარმომადგენლობებისა, ეროვნული არქივის პირველადი სტრუქტურული ერთეულებია. ეროვნული არქივი მათი მეშვეობით უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას.“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ეროვნული არქივის ცენტრალური სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელების უფლებამოსილებები 1. ეროვნული არქივის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ცენტრალური სტრუქტურული ერთეულისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს შესაბამის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს შესაბამისი თანამშრომლების მიერ მათი მოვალეობების შესრულების კონტროლს; დ) ხელს აწერს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს ან/და ახორციელებს მათ ვიზირებას; ე) გენერალურ დირექტორს წარუდგენს ანგარიშს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესახებ. ეროვნული არქივის საფინანსო სამსახურის უფროსი ადგენს ეროვნული არქივის ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშებს სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარსადგენად; ვ) ასრულებს გენერალური დირექტორისა ან/და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს – ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი – ადგილობრივი წარმომადგენელი: ა) წარმართავს შესაბამისი ადგილობრივი წარმომადგენლობის საქმიანობას; ბ) ხელს აწერს შესაბამის ადგილობრივ წარმომადგენლობაში მომზადებულ დოკუმენტებს; გ) გენერალურ დირექტორს წარუდგენს ანგარიშს ადგილობრივი წარმომადგენლობის საქმიანობის შესახებ; დ) ასრულებს გენერალური დირექტორისა ან/და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
|
| მუხლი 2 |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის ადგილობრივი წარმომადგენლები ჩაითვალონ შესაბამის საშტატო პოზიციებზე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები