„ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/02/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 340090000.10.003.025639
90
27/02/2026
ვებგვერდი, 02/03/2026
340090000.10.003.025639
„ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №90

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 სექტემბრის №288 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2024, 340090000.10.003.024683) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და შეყვანილია ამ წესით განსაზღვრულ ვეტერინარ ტექნიკოსთა რეესტრში, მოპოვებული აქვს ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატი და უფლება აქვს, ეწეოდეს ვეტერინარულ პრაქტიკას ან/და ვეტერინარულ ზედამხედველობას ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე