თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 481
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/02/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016584
481
27/02/2026
ვებგვერდი, 04/03/2026
010250050.35.157.016584
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №481

2026 წლის 27 თებერვალი

ქ. თეთრიწყარო

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის განაშენიანების გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24- ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ქვეპუნქტის, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 35-ე, 42-ე, 43-ე  მუხლების საფუძველზე, „სივრცის დაგეგმარებისაა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის განაშენიანების გეგმა (გგ – ტექსტური ნაწილი – დანართი 1; გგ –გრაფიკული ნაწილი – დანართი 2; გგ – განაშენიანების მართვის რეგლამენტი - დანართი 3).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე