დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.139.016603 |
|
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016590, 29/12/2025) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის:
1) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მარჩენალდაკარგულები; 2) მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი. ამ შემთხვევაში დახმარების მიმღები/განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; ბ) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის შესახებ“. 3) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; დ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) კომუნალური (ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი) გადასახადების აბონენტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი; ზ) ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის შესახებ“. 4) მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შვილის შეძენისას ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრულ სოციალური დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე სულ მცირე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირები ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი. ამ შემთხვევაში დახმარების მიმღები/განმცხადებებლი ვალდებულია წარმოადგინოს ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ. საგამონაკლისო წესი ვრცელდება როგორც ერთჯერად, ასევე ყოველთვიურ 300 (სამასი) ლარიან დახმარებაზეც, რომელსაც ახალშობილის ოჯახი მიიღებს ბავშვის 4 წლის ასაკის შესრულებამდე.“, ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის შესახებ.“. 5) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახმარების მისაღებად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობები (დევნილის მოწმობა არსებობის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის ან მეუღლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“. 6) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მარჩენალდაკარგულის დახმარება 1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარჩენალდაკარგულები (ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი/შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე). 2. მარჩენალდაკარგულის ყოველთვიური ფულადი დახმარება განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 3. მარჩენალდაკარგულს „ბავშვთა საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით გაეწიოს ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 4. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მარჩენალდაკარგულის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მარჩენალის (მშობლის/მშობლების) გარდაცვალების მოწმობა; ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) ქ. ბორჯომში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმართვამდე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ; ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის შესახებ.“. 7) მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარების გაცემაზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარების არსებითი დათქმა, საგამონაკლისო წესით ამ მუხლით გათვალისწინებული პროგრამის მოსარგებლეები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განცხადების მომართვამდე სულ მცირე 1 (ერთი) თვის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ის პირები, რომელთაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვთ ბორჯომის მუნიციპალიტეტი.“; ბ) მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის შესახებ.“. 8) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, მინდობილმა პირმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) მინდობილობა განცხადების მინდობილი პირის მიერ წარდგენის შემთხვევაში; დ) კანონიერი წარმომადგენლის არსებობისას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები; ვ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის/მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი – სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის (სსე) აქტი – ფორმა №IV-50/4 ან სსე აქტის ამონაწერი.“. 9) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახს გაეწიოს ფინანსური დახმარება თითოეულ რეინტეგრირებულ ბავშვზე ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.“. 10) მე-18 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირებს, აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პირებს (სარეაბილიტაციო ცენტრებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე), ასევე მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, ობლებს, მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, ფისტულის ჩადგმის საჭიროების მქონე დიალიზიან პაციენტებს, საპენსიო ასაკის პირებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ომის შშმ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს გაეწიოთ სრული დაფინანსება წელიწადში ორჯერ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა სამედიცინო კვლევისა და კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისთვის, ხოლო 18 წლამდე შშმ პირებს გაეწიოთ დაფინანსება 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სამედიცინო კვლევის, კვლევის შემდგომ ოპერაციული ან სტაციონარული მკურნალობისა და სარეაბილიტაციო მომსახურებისათვის.“; ბ) მე-8 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვის დაფინანსების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს მინდობით აღზრდაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურიდან;“. |
| მუხლი 2 |
ბათილად იქნეს ცნობილი „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2026 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 23 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016598, 26/01/2026) და 2026 წლის 23 იანვრის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.139.016600, 29/01/206 წელი). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები