დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-131. 131260582 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.154.016038 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-131. 131260582
2026 წლის 27 თებერვალი
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ღულელების ადმინისტრაციული ერთეულის სოფ. ქვემო კვერნაულაში მდებარე უსახელო ქუჩებს მიენიჭოს მე-4 ქუჩის მე-2 ჩიხი და მე-4 ქუჩის მე-3 ჩიხის სახელი თანდართული რუკის შესაბამისად.
2 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით.
თიანეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები