,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016612
11
06/03/2026
ვებგვერდი, 09/03/2026
010250050.35.138.016612
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2026 წლის 6 მარტი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის №14 დადგენილებაში (ვებგვერდი, 02/06/2025 სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016571) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  მუნიციპალური საბჭოს დებულება) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. საბჭოს სტრუქტურა

1. საბჭოს თავმჯდომარეობს  ახალციხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თანამდებობის პირი.

2. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება მინიმუმ 7, მაქსიმუმ 21 წევრით. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს მდივნის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის წარმომადგენლის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურისგან, ასევე საბჭოს წევრად შესაძლებელია განისაზღვროს ადგილობრივი, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, საბჭოს თავმჯდომარისადმი მათი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

3. პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

4. საბჭოს  წევრის  შერჩევისას  უპირატესობა  მიენიჭება  ქალთა და ბავშვთა უფლებების  თემებზე  საბჭოს  წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობას  ან/და მუშაობის გამოცდილებას.

5. ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოში წევრთა 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს ერთი სქესის წარმომადგენელი.

6. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:

ა) საბჭოდან გამოსვლის შესახებ პირადი, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;

გ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა;

დ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში საბჭოს სამუშაო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;

ვ) მერის მიერ განსაზღვრული ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურის ცვლილების შემთხვევაში;

ზ) გარდაცვალების შემთხვევაში;

თ) საკრებულოს და მერიის თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეწყვეტის, საჯარო მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

7. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საბჭოსთან შესაძლებელია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობას და საქმიანობის ფორმებს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესაბა კბილაშვილი