დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017686 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №997 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016248) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ წესს:
1. 151 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 მუხლი: „მუხლი 152 1. სამინისტროს მოსამსახურეებს, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებსა და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამსახურეებს, ეძლევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება 1750 (ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით შემდეგ შემთხვევებში: ა) დაქორწინება; ბ) შვილის შეძენა/საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არასრულწლოვნის შვილად აყვანა; გ) ოჯახის წევრის (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) გარდაცვალება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაიცემა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელისათვის წარდგენილი პატაკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქორწინების მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობის ასლი, შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება, გარდაცვალების მოწმობის ასლი, ნამსახურობის შესახებ ცნობა) საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას. 4. სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ამ წესის №1 დანართის შესაბამისად გაცემული ფულადი დახმარების შესახებ აცნობებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ფულადი დახმარების გაცემიდან არაუგვიანეს 1 თვისა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეს სამინისტროს სისტემაში აქვს არანაკლებ 2 წლის ნამსახურობა.“. 2. დაემატოს №1 დანართი თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები