დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120200010.10.003.025646 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„81. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კადეტთა სამხედრო ლიცეუმის: ა) დირექტორი; ბ) დირექტორის მოადგილე − შტაბის უფროსი; გ) მთავარი სერჟანტი; დ) გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაური; ე) გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურის მოადგილე; ვ) გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მთავარი სერჟანტი; ზ) გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაური; თ) გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მეთაურის მოადგილე; ი) გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლის მთავარი სერჟანტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 17 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები