დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016797 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 16 იანვრის №4 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 22/01/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016788) დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთ-ერთი ქვეპროგრამით წელიწადში ერთხელ, ხოლო სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა 65 001-ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირებს და ონკოლოგიურ პაციენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ერთჯერადად პროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურებით. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამა ვრცელდება იმ დევნილ მოქალაქეებზე, რომლებიც არ არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს იდენტური პროგრამის მიმღები. ძვირადღირებული თერაპიის საჭიროების მქონე ონკოპაციენეტების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის ქვეპროგრამით სარგებლობა, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის ქვეპროგრამაში, ფილტვის კიბოს სკრინინგში და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში ჩართვა არ ზღუდავს მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამის სხვა ქვეპროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან (შემდგომში – მერია) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება არ ვრცელდება საგარანტიო წერილის გაცემამდე შესრულებულ სერვისზე (გარდა ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ადრეული გამოვლენის, ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენის, ძვირადღირებული თერაპიის საჭიროების მქონე ონკოპაციენტების ერთჯერადი ფინანსური მხარადჭერის ქვეპროგრამებისა და ჩატარებული გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების დაფინანსება/თანადაფნანსების შემთხვევისა).“; ბ) მე-13 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 13 „ა) აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების 2-წლიანი გამოცდილება;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები