დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 30 მარტის N5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 30/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016222 |
|
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 30 მარტის №5 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 30 მარტის №5 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესში“ (შემდეგში – წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) წესის 1-ელი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს საზღვაო ნავსადგურების საზღვრები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 25 ივლისის №24 ბრძანებით დამტკიცებული „ნავსადგურის წესების“ (შემდგომში – „ნავსადგურის წესები“) შესაბამისად.“; ბ) წესის მე-3 მუხლის „ა.ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ს) შუქურის სამსახურების და საზღვაო სანავიგაციო საშუალებების საერთაშორისო ასოციაციის გემების მოძრაობის სამსახურის სახელმძღვანელო – IALA VTS Manual (ცვლილებების გათვალისწინებით).“; გ) წესის დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
მისაწოდებელი ინფორმაციის ჩამონათვალი
|
1. ინფორმაციის მიწოდება წესის მე-4 მუხლის შესაბამისად – ზოგადი ინფორმაცია:
ა) გემის საიდენტიფიკაციო საშუალებები (დასახელება, სახმობი, IMO ნომერი ან MMSI ნომერი); ბ) დანიშნულების ნავსადგური; გ) მოსვლის სავარაუდო დრო დანიშნულების ნავსადგურში ან ლოცმანის ასვლის წერტილი, კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად; დ) გემბანზე პირების რაოდენობა. 2. ინფორმაციის მიწოდება წესის მე-9 მუხლის შესაბამისად – ინფორმაცია ტვირთზე: ა) საშიში და დამაბინძურებელი ტვირთის ტექნიკურად სწორი დასახელება, გაეროს ნომრები (UN Numbers) ასეთის არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საშიში კლასები IMDG, IBC და IGC კოდექსის შესაბამისად, სადაც შეესაბამება, გემის კლასი საჭიროა INF ტვირთებისათვის, როგორც განსაზღვრულია VII/14.2 რეგულაციით, ასეთი ტვირთის რაოდენობა და თუ მათი ტრანსპორტირება ხორციელდება სატვირთო სატრანსპორტი ერთეულებით, გარდა ავზებისა, შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) მისამართი ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. 3. ინფორმაციის მიწოდება წესის მე-10 მუხლის შესაბამისად: 3.1. ზოგადი ინფორმაცია ა) გემის იდენტიფიცირება (დასახელება, სახმობი, IMO ნომერი ან MMSI ნომერი); ბ) დანიშნულების ნავსადგური; გ) გემებისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნავსადგურებიდან გამოსვლისას: სავარაუდო გასვლის დრო, გასვლის ნავსადგურიდან ან ლოცმანის მიღების წერტილი, კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად და მოსვლის სავარაუდო დრო დანიშნულების ნავსადგურში; დ) გემებისთვის, რომლებიც მოდიან ევროკავშირის არაწევრი ნავსადგურებიდან და მიემგზავრებიან საქართველოს ნავსადგურში; მოსვლის სავარაუდო დრო დანიშნულების ნავსადგურში ან ლოცმანის მიღების წერტილი, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად; ე) გემბანზე პირების საერთო რაოდენობა. 3.2. ინფორმაცია ტვირთზე: ა) საშიში და მომწამვლელი ტვირთის ტექნიკურად სწორი დასახელება, გაეროს ნომრები (UN Numbers) ასეთის არსებობის შემთხვევაში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საშიში კლასები IMDG, IBC და IGC კოდექსის შესაბამისად, სადაც შეესაბამება, გემის კლასის განსაზღვა INF კოდექსის შესაბამისად, ასეთი ტვირთის რაოდენობა და მათი მდებარეობა გემზე. თუ ტრანსპორტირება ხორციელდება სატვირთო სატრანსპორტი ერთეულებით გარდა ავზებისა, შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) დამტკიცებული დეკლარაციის ჩამონათვალი და შესაბამისი ჩამოტვირთვის გეგმა საშიში და დამაბინძურებელი ტვირთებისათვის და ადგილმდებარეობა გემზე; გ) მისამართი ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად. 4. წესის მე-5 მუხლში განხილული ინფორმაცია: A. გემის იდენტიფიცირება (დასახელება, სახმობი, IMO ნომერი ან MMSI ნომერი). B. დრო და თარიღი; C ან D პოზიცია გრძედი და განედი ან ზუსტი პოზიცია (bearing) და დისტანცია საზღვაო მილში მკაფიოდ განსაზღვრული პუნქტიდან (landmark); E. მიმართულება; F. სიჩქარე; I. დანიშნულების ნავსადგური და მოსვლის სავარაუდო დრო; P. ტვირთი და, საშიში ტვირთის გემზე არსებობის შემთხვევაში, რაოდენობა და IMO კლასი; T. მისამართი ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად; W. გემბანზე პირების რაოდენობა; X. სხვა ინფორმაცია:
5. გემის კაპიტანმა მყისიერად უნდა აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს ან ნავსადგურის ადმინისტრაციას დანართში არსებული ინფორმაციის ნებისმიერი სახის ცვლილების თაობაზე.
ANNEX # I LIST OF INFORMATION TO BE NOTIFIED 1. Information to be notified in accordance with Article 4 of the rule – General information: (a) ship identification (name, call sign, IMO identification number or MMSI number), (b) port of destination; (c) estimated time of arrival at the port of destination or pilot station, as required by the competent authority port; (d) total number of persons on board. 2. Information to be notified in accordance with Article 9 of the rule – Cargo information: (a) the correct technical names of the dangerous or polluting goods, the United Nations (UN) numbers where they exist, the IMO hazard classes in accordance with the IMDG, IBC and IGC Codes and, where appropriate, the class of the ship needed for INF cargoes as defined in Regulation VII/14.2, the quantities of such goods and, if they are being carried in cargo transport units other than tanks, the identification number thereof; (b) address from which detailed information on the cargo may be obtained. 3. Information to be notified in accordance with Article 10 of the rule: A. General information: (a) ship identification (name, call sign, IMO identification number or MMSI number); (b) port of destination; (c) for a ship leaving a port in a Member State: estimated time of departure from the port of departure or pilot station, as required by the competent authority, and estimated time of arrival at the port of destination; (d) for a ship coming from a port located in non-EU countries and proceeding to a port of Georgia: estimated time of arrival at the port of destination or pilot station, as required by the competent authority; (e) total number of persons on board. B. Cargo information: (a) the correct technical names of the dangerous or polluting goods, the United Nations (UN) numbers where they exist, the IMO hazard classes in accordance with the IMDG, IBC and IGC Codes and, where appropriate, the class of the ship as defined by the INF Code, the quantities of such goods and their location on board and, if they are being carried in cargo transport units other than tanks, the identification number thereof; (b) confirmation that a list or manifest or appropriate loading plan giving details of the dangerous or polluting goods carried and of their location on the ship is on board; (c) address from which detailed information on the cargo may be obtained. 4. Information referred to in Article 5 of the rule:
– X. Miscellaneous:
5. The master of the ship must forthwith inform the competent authority or port authority concerned of any change to the information notifies pursuant to this Annex.
|
დანართი №2
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №16 – ვებგვერდი, 09.12.2021წ.
VTS-ის მოქმედებების ზონები, მოძრაობის გამყოფი სქემები და ღუზა სადგომები VTMISC და VTS მომსახურების გეოგრაფიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიული ზღვა და ნავსადგურების აკვატორიები. VTMISC და VTS მომსახურების გეოგრაფიული ზონა დაყოფილია სამ VTS სექტორად – ბათუმის, ფოთის და ყულევის VTS სექტორებად.
ბათუმის VTS სექტორი განისაზღვრება შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატების შემაერთებელი ხაზებით:
გემების მოძრაობის გამყოფ სქემებში გემების მოძრაობის მონიტორინგისას ბათუმის VTS ეყრდნობა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილების მე-6 მუხლს. საღუზე სადგომებზე გემების მონიტორინგისას ბათუმის VTS ეყრდნობა ,,ნავსადგურის წესების“ მე-11 და მე-12 დანართს. ფოთის VTS სექტორი განისაზღვრება შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატების შემაერთებელი ხაზებით:
გემების მოძრაობის გამყოფ სქემებში გემების მოძრაობის მონიტორინგისას ფოთის VTS ეყრდნობა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის რეჟიმისა და ნაოსნობის წესების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის №78 დადგენილების მე-8 მუხლს. საღუზე სადგომებზე გემების მონიტორინგისას ფოთის VTS ეყრდნობა „ნავსადგურის წესების 105-ე და 116-ე მუხლებს. ყულევის VTS სექტორი განისაზღვრება შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატების შემაერთებელი ხაზებით:
ყულევის ნავსადგურის მისასვლელ არხში გემის მოძრაობის მონიტორინგისას ყულევის VTS ეყრდნობა „ნავსადგურის წესების“ XX თავს. საღუზე სადგომებზე გემების მონიტორინგისას ყულევის VTS ეყრდნობა ,,ნავსადგურის წესების“ 126-ე მუხლს.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები