დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 26/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.018819 |
|
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №02/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 26/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018002) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 დეპარტამენტის შიდა აუდიტორული ფუნქცია დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობით, მიმართულია შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობის გაუმჯობესებისკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და კომპეტენციის სრულყოფილად შესრულებისკენ. დეპარტამენტი სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას, სამინისტროს ამოცანების შესრულებისა და დასახული მიზნების მიღწევის შეფასებას, ასევე, გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-7 პუნქტები: „5. დეპარტამენტის თანამშრომელი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს კანონმდებლობის ფარგლებში. დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სისტემის სხვა თანამშრომლების ნებისმიერი ფორმით ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით. 6. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც ხელს უშლის დეპარტამენტის საქმიანობის დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებას, ან ქმნის ასეთი ხელშეშლის წარმოშობის წინაპირობას, ჩაითვლება მნიშვნელოვან დაბრკოლებად. ასეთი დაბრკოლების არსებობისას, მისი თავიდან აცილების/აღმოფხვრის მიზნით, აღნიშნულის შესახებ დეპარტამენტის უფროსი აცნობებს მინისტრს. 7. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ყ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ2) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;“. 4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) შიდა აუდიტის სამმართველო; ბ) ინსპექტირების სამმართველო.“. 5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-13 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შიდა აუდიტის სამმართველო შიდა აუდიტორულ შემოწმებას ახორციელებს ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასების, დოკუმენტირებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებებით.“; ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან დეპარტამენტის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებასა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეპარტამენტში სრულყოფილი ანგარიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენაზე.“; გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. საკონსულტაციო საქმიანობა წარმოადგენს მომსახურებას, რომლის ხასიათი და მასშტაბი შეთანხმებულია შიდა აუდიტის ობიექტთან და რომელიც ემსახურება შიდა აუდიტის ობიექტის რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების გაუმჯობესებასა და დამატებითი ღირებულების შექმნას, შიდა აუდიტორის მიერ მენეჯერული პასუხისმგებლობის აღების გარეშე. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო საქმიანობა განხორციელდება მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“; დ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 და მე-19 პუნქტები: „18) შიდა აუდიტის სამმართველო არ მონაწილეობს სამინისტროს სისტემის მიმდინარე საქმიანობაში, მათ შორის, კომისიის/საბჭოს/მართვის ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არ ასრულებს სხვა ფუნქციებს, გარდა „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებისა. 19) შიდა აუდიტის სამმართველო ნერგავს და ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ფუნქციის ყველა ასპექტს, გლობალურ სტანდარტებთან/თემატურ მოთხოვნებთან შესაბამისობის გარე და შიდა შეფასებებს, შიდა აუდიტის ფუნქციის მიზნების მიღწევისა და უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით პროგრესის შესაფასებლად ეფექტიანობის გაზომვას. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული პროგრამა შეაფასებს შიდა აუდიტთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობასთან ან/და სხვა რეგულაციებთან შესაბამისობას. შეფასება უნდა მოიცავდეს შიდა აუდიტის ფუნქციის ნაკლოვანებების აღმოფხვრის გეგმებს და გაუმჯობესების შესაძლებლობებს.“. 7. მე-14 და მე-15 მუხლები ამოღებულ იქნეს. 8. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17 1. ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) დეპარტამენტის წარმოებაში არსებული კორესპონდენციების შესაბამის ვადებში შესრულების საკითხის მონიტორინგი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველკვირეული ანგარიშის წარდგენა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ შესრულებული და მიმდინარე საქმიანობის ანალიზი და აღნიშნულზე დეპარტამენტის უფროსისთვის ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა; გ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; დ) სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და კორესპონდენციების განხილვა, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება; ე) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა ან/და შესაბამისი რეაგირება; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; თ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება; ი) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; კ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ლ) დისციპლინური წარმოების განხორციელება სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლების მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; მ) საქმიანობის პროცესში ყველა საჭირო ინფორმაციის, განმარტების და დოკუმენტაციის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის ან/და განმარტების მიღების მიზნით, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის მოწვევა. აღნიშნულ კომპეტენციასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის; ნ) დეპარტამენტის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე მიცემულ მითითებებზე/ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის შესაბამის ვადებში წარმოდგენის საკითხის კონტროლი; ო) დეპარტამენტის საქმიანობის შეფასება, სუსტი მხარეებისა და პრობლემების იდენტიფიცირება და აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; პ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული სახით შეგროვება, საინფორმაციო მასალების დამუშავება და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მიწოდება; ჟ) სამინისტროს სისტემიდან დეპარტამენტში შემოსული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; რ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სამინისტროს სისტემის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამეწარმეო იურიდიული პირის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; ს) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში უსაფრთხოების ნორმების დაცვის და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლა; ტ) მონიტორინგის განხორციელების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ოქმის შედგენა; უ) დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი; ფ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფროსის დავალებებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ინსპექტირების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ განახორციელონ: ა) მონიტორინგის/ინსპექტირების ობიექტზე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტომასალის/ვიდეომასალის გადაღება, რის შესახებაც ობიექტზე შესვლისთანავე აცნობებენ უფლებამოსილ პირს. ბ) ახსნა-განმარტების აუდიოჩაწერა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფოტო/აუდიო/ვიდეოჩანაწერი გამოიყენება მტკიცებულებად მონიტორინგის/ინსპექტირების ობიექტზე არსებული სიტუაციის აღწერისა და საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის დასადგენად.“. 9. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. მონიტორინგის/ინსპექტირების პროცესში სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) მონიტორინგის/ინსპექტირების ობიექტზე გამოვლენილ დარღვევათა ამსახველი ფოტომასალის/ვიდეომასალის გადაღება, რის შესახებაც ობიექტზე შესვლისთანავე აცნობებენ უფლებამოსილ პირს. ბ) ახსნა-განმარტების აუდიოჩაწერა. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფოტო/აუდიო/ვიდეოჩანაწერი გამოიყენება მტკიცებულებად მონიტორინგის/ინსპექტირების ობიექტზე არსებული სიტუაციის აღწერისა და საქართველოს კანონმდებლობასთან მისი შესაბამისობის დასადგენად.“. 10. მე-19 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ინსპექტირების საფუძველი შეიძლება გახდეს სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების შესახებ ინსპექტირების სამმართველოში შემოსული ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი), მათ შორის, განცხადებები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებები, ინსპექტირების სამმართველოს საქმიანობის პროცესში დადგენილი ფაქტები, ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლის მიერ დამოუკიდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაცია. ინსპექტირების დაწყების საფუძველი, როგორც წესი, არ შეიძლება გახდეს ანონიმური შეტყობინება.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ინსპექტირების ჩატარების ვადა განისაზღვრება ინსპექტირების დაწყების შესახებ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და არ უნდა აღემატებოდეს მისი გამოცემის დღიდან 6 თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა, ინსპექტირების სირთულის, მოცულობის, სპეციფიკის და სხვა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, დეპარტამენტის უფროსის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროების მიხედვით, არაერთგზის, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 6 თვით.“. 11. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინსპექტირების დასკვნა შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ინსპექტირების საფუძველს, შემოწმების ობიექტს/სუბიექტს, საგანს/ფაქტს, ინსპექტირების დაწყებისა და დასრულების თარიღს, მოპოვებული მასალების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებს ან/და ხარვეზებს, მათ სამართლებრივ შეფასებას და რეკომენდაციას გასატარებელი ღონისძიების/ქმედებების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 26 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები