დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 18 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.22.026.017460 |
26
02/04/2026
ვებგვერდი, 03/04/2026
010320000.22.026.017460
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 18 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 18 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურის საქართველოს ფარგლებში მივლინების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 18 დეკემბრის №135 ბრძანებით (ვებგვერდი, 18/012/2025; სარეგისტრაციო კოდი: 010320000.22.026.017422) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამხედრო მოსამსახურეს მივლინების პერიოდში უნარჩუნდება დაკავებული თანამდებობა და შრომის ანაზღაურება, გარდა კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციისა. ამასთან, პირს კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია უნარჩუნდება, თუ მივლინების ადგილსა და სამუშაო ადგილს შორის დაშორება არ აღემატება 30 კილომეტრს და იმავდროულად პირი არ არის აყვანილი კვების კმაყოფაზე. “. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები