„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016740
11
25/03/2026
ვებგვერდი, 27/03/2026
010250020.35.123.016740
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2026 წლის 25 მარტი

ქ. ქუთაისი

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის № 86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრა­მების განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №86 დადგენილებაში (w.w.w.matsne.gov.ge, 28.12.2023, №010250020.35.123.016678), კერძოდ, შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1-ლი იანვრიდან.

საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ჭიღვარია

„დანართი №2

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამებით განსაზღვრული ღონისძიებები

ღონისძიების დასახელება

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია/სახარჯთაღრიცხვო ღირებულების პროცენტული წილი

1.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვრებთათვის სხვადასხვა სახეობის მასალის შეძენა-გადაცემა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ვალდებულია წარმოადგინოს სრულყოფილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხარჯთ­აღ­რი­ცხვით განსაზღვრული ღირებულების პროცენტული ოდენობის დამადასტურებელი საბანკო გარანტიის დედანი: 1-დან მე-6 სართულის ჩათვლით – 30%, მე-6 სართულზე ზევით – 50%. საგარანტიო თანხა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას უბრუნდება მასალის სრულად და მიზნობრივად გამოყენების ამსახველი დოკუმენტის (ამხანაგობასა და ადმინისტრაციულ ერთეულს შორის გაფორმებული აქტი) წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღეში.

გადასახური მასალის ღირებულების 100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

2.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მცხოვ­რე­ბ­­თათვის დაზია­ნე­ბუ­ლი სახურავის (ბრტყელი, ქა­ნ­ო­ბიანი) კაპიტალურად შეკეთებისთვის ჩასა­ტა­რე­ბ­ე­ლი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ბრტყე­ლი გადახურვის შემთხვევაში დაზიანებული სახურა­ვ­ის სრულ დემონტაჟს, ცემენტის რთული ხსნარით მოსწორებას (მოჭიმვას), ორი ფენა ჰიდ­რო­საიზოლა­ციო მასალით სახურავის მოწყობას (სახუ­რა­ვის რეა­ბილიტაციის სამუშაოები არ განხორციე­ლ­დება ვი­დ­რე ის არ განთავისუფლდება წყლის ავზე­ბიდან და სხვა მოწყობილობებიდან); ქანო­ბი­ანი სახურავის შემ­თხვევაში გადაუდებელი აუცილებ­ლო­ბით გამო­წვეული ხის მასალის შეცვლა (სსიპ „ლევან სამხარა­ულის სახელობის სასამართლო ექს­პერტიზის ეროვ­ნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტი­რე­ბული პირის მი­ერ გაცემული დასკვნის გათვალი­წინებით), გადა­ხურვის სრული დემონტაჟი, ახლით მონტაჟი მო­თუ­თიებული თუნუქის საფარით, საჭი­რო­ების შემ­თხვევაში; სავენტილაციო და საბუხრე არხების აგუ­რის წყობის აღდგენა და შემოსვა ფურც­ლოვანი თუ­ნუ­ქით (ბინათმესაკუ­თ­რე­თა ამხანაგობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს გადახურვის პროგრამით)

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საკუთარი ხარჯებით.

რიგითობის გათვალისწინებით დოკუმენტაციას განიხილავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საბინაო ინფრასტრუქ­ტურაში (ლიფტი, სახურავი) არსებული პრობლემების შემსწავ­ლე­ლი კომისია, რომლის მიერ, ადგილზე მდგომარეობის შესწავლისას სახურავის ავარიულობის გათვალისწინებით მიიღება გადაწყვეტილება სარეაბილიტაციო ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ.

კომისია უფლებამოსილია პირველ ეტაპზე გადაამოწმოს 2022–2025 წლებში ბინათ­მესა­კუ­თ­რე­თა ამხანაგობების მიერ შემოტანი­ლი განცხადებების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ შესყიდული საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში ასახოს პრიორიტეტებში.

თანადაფინანსება: 95%/5% (95% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია: 5% – ბინათმესაკუთ­რეთა ამხანაგობა).

3.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახ­ლე­ბის სადარბა­ზოების რეაბილიტაცია, რომელიც გულისხმობს სა­დარბაზოების შესასვლელებში რკინის, საკეტიანი კარ­ებების მონტაჟს, სადარბაზოში, სადაც ტექნიკუ­რ­ად შესაძლებელია, ლიფტამდე მისასვლელი პან­დუ­სის მოწყობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სადარბაზოს კარებამდე მისასვ­ლე­ლი კიბეებისა და დერეფნული ტიპის საცხოვ­რე­ბელ სახლებში არსებული ამორტი­ზებული ხის კი­ბე­ების კონსტრუქციის სრულ ან ნაწილობრივ რეა­ბი­ლიტაციას, შესასვლელის გადა­ხურვის კონსტრუ­ქ­ციისა და ბაქანის რეაბილიტა­ციას, მეტალოპლასტ­მასის ფანჯრების ჩასმას

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი – „pdf“ ფაილი), ასევე მატერიალური სახით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

4.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების სრული რეაბილიტაცია

ტიპური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამ­ზადებას (მიმმართველებისა და საპირწონეების გარდა) უზრუნ­ველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით ან ლიფტის სრული რეა­ბი­ლი­ტა­ცი­ისა­თ­ვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობისა და შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიზნით, განახორციელებს საჭირო მომსახურების შესყიდვას, ფასთა კვლევით წარმოდგენილი ღირებულების მინიმალური ოდენობის მიხედვით.

 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საბინაო ინფრასტრუქ­ტურაში (ლიფტი, სახურავი) არსებული პრობლემების შემსწა­ვ­ლელი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას სარეაბილიტაციო ობიექტის პრიორიტეტულობის შესახებ.

2013 – 2025 წლებში რეაბილიტირებული ლიფტების განმეორე­ბით გათვალისწინება ბიუჯეტის პროგრამაში არ განხორციელდება 2028 წლამდე.

თანადაფინანსება: 97%/3% (97% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპალი­ტე­ტის მერია; 3% – ბინათმესაკუთ­რეთა ამხანაგობა).

5.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული კანალიზაციის სისტემების რეაბი­ლიტაცია და საცხოვრებელ სახლებში არსებული დაზიანებული წყლის წოლანა მილების შეცვლა

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი – „pdf“ ფაილი), ასევე მატერიალური სახით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

6.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი – „pdf“ ფაილი), ასევე მატერიალური სახით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

7.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ფურნი­ტურის მოწყობა (საბავშვო ატრაქციონების, დასასვენებლად განკუთვნილი ფანჩატურის, მარტივი ტიპის სტაციონარ­ული „ტრენაჟორების“ მოწყობა, ძელ-სკამების შეძენა-მონტაჟი)

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, როგორც ელექტრონულად („Excel“-ის ფაილი, ნახაზი – „pdf“ ფაილი) ასევე, მატერიალური სახით.

თანადაფინანსება: 80%/20% (80% – ქალაქ ქუთაისის მუნიციპა­ლი­ტეტის მერია; 20% – ბინათმესაკუთ­რეთა ამხანაგობა).

8.

სოციალურად დაუცველი ოჯა­ხე­ბი­სა­თვის ავარიული სახურავების გადახურვა

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

9.

თავისუფალი ინიციატივები

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია საკუთარი ხარჯებით.

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

10.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახ­ლე­ბის სარდაფებში დამდგარი წყლის ამოსატუმბი მოწყობილობების შეძენა – გადაცემა

100%-იან დაფინანსებას უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.

“.