საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 24/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016206
69
24/03/2026
ვებგვერდი, 25/03/2026
130000000.63.075.016206
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №69

2026 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 31 და 32 პუნქტების, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბი, დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გერბის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2016 წლის 19 სექტემბრის  №100 ბრძანება.

 

მუხლი 3
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ახალი გერბის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნული ღონისძიებების სრულად განხორციელებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ ბრძანების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გერბის გამოსახულებით შექმნილი დოკუმენტური და მატერიალური საშუალებები (ბლანკი, შტამპი, სამსახურებრივი მოწმობა და სხვა), რომლებიც საჭიროა სამსახურის შეუფერხებელი საქმიანობისათვის.

 

მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიმამუკა მდინარაძე