დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016984 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 26 თებერვლის №2-107 ბრძანებაში (ვებგვერდი, 27/02/2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016482) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების: 1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ლ) იმ ქვეყნების სიის შემუშავება, საიდანაც ცხოველების, ცხოველური პროდუქტებისა და ცხოველის საკვების იმპორტი დაშვებულია;“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, ხოლო აჭარის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით;“. ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს უფროსს ჰყავს ხუთი მოადგილე. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის დეპარტამენტი; ბ) არაცხოველური წარმოშობის სურსათის დეპარტამენტი; გ) ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტი; დ) ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტი; ე) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი; ვ) ფიტოსანიტარიული კონტროლის დეპარტამენტი; ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; თ) იურიდიული დეპარტამენტი; ი) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი; კ) აუდიტორული და სამსახურებრივი ინსპექცია; ლ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; მ) რისკებზე რეაგირებისა და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის დეპარტამენტი; ნ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ო) ხარისხის მართვისა და სტატისტიკური ანალიზის სამსახური; პ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.“; ბ) დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები და ტერიტორიული ორგანოები სააგენტოს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები 1. ცხოველური წარმოშობის სურსათის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება; ბ) ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიგიენური და ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო სახელმძღვანელოების და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიციირება და შემუშავება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათისმიერი ეპიდაფეთქების კონტროლსა და პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობა; ზ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 2. არაცხოველური წარმოშობის სურსათის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) არაცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება; ბ) არაცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; გ) საქართველოში წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სასაქონლო პროდუქციისთვის ნატურალური მინერალური, წყაროს და სუფრის წყლის კატეგორიების მინიჭება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიგიენური/ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი; ე) კომპეტენციის ფარგლებში, რისკის შეფასების საფუძველზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამოქმედო სახელმძღვანელოების და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიციირება და შემუშავება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათისმიერი ეპიდაფეთქების კონტროლსა და პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობა; თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 3. ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება; ბ) ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და კონტროლი; გ) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება; ე) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის უზრუნველყოფა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ვ) ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ზ) რისკის შეფასების საფუძველზე, რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება, კანონმდებლობის შესაბამისად; თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 4. ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება; ბ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია; გ) ვეტერინარული პრეპარატების, არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ცხოველის საკვების და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების სახელმწიფო კონტროლის ორგანიზება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემაზე კონტროლი; ე) ცხოველთა გადაადგილების კონტროლის უზრუნველყოფა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, იმპორტისა და ექსპორტის კარანტინზე ზედახედველობა; ზ) რისკის შეფასების საფუძვლზე, რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება, კანონმდებლობის შესაბამისად; თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 5. მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება; ბ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება, მავნე ორგანიზმების გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა; გ) მცენარეთა მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მავნე ორგანიზმების გამოვლენა და მათი დიაგნოსტიკის ორგანიზება; დ) კარანტინს დაქვემდებარებული მცენარეული პროდუქციის ფიტოსანიტარიული კონტროლის ორგანიზება; ე) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია; ვ) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი; ზ) ფიტოსანიტარიული და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემის კოორდინაცია; თ) საჭიროების შემთხვევაში რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად; ი) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების და ობიექტის გაუსნებოვნების კოორდინაცია; კ) შესაფუთი ხის მასალის დამუშავების, დამზადების, შეკეთებისა და მარკირების გამოყენების უფლების მქონე რეგისტრირებული ბიზნესოპერატორებისათვის შესაბამისი მოწმობის მომზადება და რეესტრის წარმოება; ლ) კომპეტენციიდან გამომდინარე საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; მ) კომპეტენციიდან გამომდინარე სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისათვის მეთოდური დახმარების გაწევა; ნ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 6. ფიტოსანიტარიული კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე და საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და ლოკალიზაცია/ლიკვიდაციის ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება; ბ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღიარება და კონტროლი; გ) პესტიციდების პროფესიონალი მომხმარებლების, დისტრიბუტორებისა და კონსულტანტების სერტიფიცირება და რეესტრის შექმნა; დ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების კონტროლი; ე) პესტიციდების შემტანი მოწყობილობების სერტიფიცირება და აღრიცხვა; ვ) სათესლე და სარგავი მასალის ფიტოსანიტარიული კონტროლი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) რისკის შეფასების საფუძვლზე, რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება, კანონმდებლობის შესაბამისად; თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 7. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; ბ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; გ) სააგენტოს ქონების განკარგვის ორგანიზება; დ) სააგენტოს ლოჯისტიკური საქმიანობის განხორციელება, ორგანიზება და კონტროლი; ე) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და საპასუხო კორესპონდენციის გაცემა; ზ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 8. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის, სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების და სხვა აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) სამართალწარმოების განხორციელება – სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სააგენტოში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის უზრუნველყოფა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადებაში თანამონაწილეობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში თანამონაწილეობა; ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 9. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; გ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროში წარდგენა; დ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი; ე) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 10. აუდიტორული და სამსახურებრივი ინსპექციის ფუნქციებია: ა) დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრავს და აანალიზებს სააგენტოში არსებული პოლიტიკის და პროცედურების შესრულებას, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების ეფექტურ შესრულებას და, შედეგად, სააგენტოში დასახული მიზნების მიღწევას; ბ) სააგენტოს უფროსის უზრუნველყოფა სააგენტოს სისტემაში მართვისა და კონტროლის მექანიზმების ადეკვატურობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის, მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესახებ არსებული ინფორმაციით; გ) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, სააგენტოს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა; დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ე) სააგენტოს სისტემის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი; ვ) სააგენტოს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; თ) სააგენტოს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მოსალოდნელი დარღვევების ან/და ხარვეზების ანალიზი და მათი პრევენცია; ი) სააგენტოს სისტემაში თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შესახებ დასკვნის შედგენა და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; კ) სააგენტოს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით, სააგენტოს უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება. 11. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში მონაწილეობა; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა და თანამშრომლობის საკითხების რეგულირება; დ) დონორების პროექტების დაგეგმვა და მართვის ხელშეწყობა; ე) ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების მხარდამჭერი წინადადებების შემუშავება; ვ) ვეტერინარული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; ზ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 12. რისკებზე რეაგირებისა და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებულ რისკებზე რეაგირება; ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში ადგილზე (კერა, საგანგებო სიტუაციის რაიონი, ობიექტი) ოპერატიულად გასვლა და სიტუაციის (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით) შესწავლა; გ) რისკის გათვალისწინებით, მავნე ორგანიზმების კერების ლოკალიზაცია/ლიკვიდაციაში მონაწილეობის მიღება; დ) რისკის გათვალისწინებით, გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ე) მიღებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაანალიზება, გადაუდებლად განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებების /ქმედებების განხორციელება; ვ) რისკებზე რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაცია; ზ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 13. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე; გ) სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება; დ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა; ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 14. ხარისხის მართვისა და სტატისტიკური ანალიზის სამსახურის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება და მართვა; ბ) შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა; გ) იმ პირთა კმაყოფილების კვლევის, შესწავლის/შეფასების უზრუნველყოფა, რომლებიც სარგებლობენ სააგენტოს მომსახურებით; დ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია და ანალიზი; ე) სტატისტიკური მეთოდოლოგიის მუდმივი გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. 15. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების მოზიდვის, შერჩევის, განვითარებისა და შენარჩუნების მიზნით არსებული პროცესების შესწავლა, საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და პოლიტიკის შემუშავება/განხორციელება; ბ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად, თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივაციის ასამაღლებელი სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება; გ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია; დ) სააგენტოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, დროებითი ფუნქციების დაკისრებისა და გადაყვანის შესახებ ბრძანებების პროექტებისა და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების მომზადება; ე) თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 14 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები