დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.018007 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. „საქონლის შემოტანისა და ზოგადი დეკლარაციის წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №5) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა.ვ) რადიოაქტიური მასალის იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტის, რადიოაქტიური მასალის მწარმოებელთან დაბრუნების, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის ნებართვა;“. 2. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8): ა) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ14“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ15“ და „ჰ16“ ქვეპუნქტები: „ჰ15) სპირტიანი სასმელების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემთხვევაში – მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს სპირტიანი სასმელის „ტექნიკური რეგლამენტის − სპირტიანი სასმელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის №554 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას; ჰ16) სეს ესნ-ის 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული კონტეინერების/ჭიქებისა და მათი თავსახურების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შემთხვევაში − „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული „იმპორტიორის (დეკლარანტის) განცხადება“ (დანართი №6)“; ბ) დანართი №8-II-02 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №8-II-02 ლიცენზიები/ნებართვები/სერტიფიკატები შენიშვნა: საჭირო დოკუმენტი შესაბამისი საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის სვეტში მინიშნებულია ვარსკვლავით
“. 3. „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №19): ა) მე-5 ნაწილის („გადასახდელის გაანგარიშების დამხმარე კოდების კლასიფიკატორი“) „625“ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) მე-10 ნაწილის („საქონლის გაფორმებისათვის წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორი“): ბ.ა) „014“ კოდის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ბ) „604“ კოდის გრაფის შემდეგ დაემატოს „605“, „606“ და „607“კოდების გრაფები შემდეგი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები