დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018825 |
|
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 12/04/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.017693) დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-3 მუხლით გათვალისწინებული დეტალური სფეროს:
1. „აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება Audio-Visual Techniques and Media Production“ (კოდი - 0211) მესამე სვეტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერები: „0211.3.6 განათების დიზაინი Lighting Design 0211.3.8 ანიმაციის შესრულება Animation“. 2. „ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა Journalism and Reporting” (კოდი – 0321) მესამე სვეტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერები: „0321.3.1 რეპორტიორობა News Reporting 0321.3.2 ტელე-რადიოწამყვანობა TV-Radio Anchoring“. 3. „სამდივნო და საოფისე საქმე Secretarial and Office Work“ (კოდი – 0415) მესამე სვეტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერი: „0415.3.1 საოფისე საქმე Office Work“. 4. „მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება Database and Network Design and Administration“ (კოდი –0612) მესამე სვეტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერი: „0612.3.4 ვებტექნოლოგიები Web Technology“. 5. „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები Motor Vehicles, Ships and Aircraft“ (კოდი – 0716) მესამე სვეტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერი: „0716.3.2 მსუბუქი ავტომობილის შეკეთება Vehicle Repair“. 6. „ტექსტილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტყავი) Textiles (Clothes, Footwear and Leather)“ (კოდი – 0723) მესამე სვეტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერები: „0723.3.1 ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება Production of Footwear and Leather Products 0723.3.2 სამკერვალო წარმოება Sewing Industry“. 7. „მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია Building and Civil Engineering“ (კოდი – 0732) მესამე სვეტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერები: „0732.3.1 წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაცია Water Supply Systems Maintenance 0732.3.2 წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია Water Sewage Systems Maintenance 0732.3.3 სამშენებლო კონსტრუქციების მოწყობა Building Construction Structures 0732.3.4 კედლის დაფარვის სამუშაოები Wall Covering Works 0732.3.6 საგზაო მშენებლობა Road Construction 0732.3.7 სანტექნიკის სისტემების ექსპლუატაცია Plumbing“. 8. „სასტუმრო, რესტორანი და კვება Hotel, Restaurants and Catering“ (კოდი – 1013) მესამე სვეტიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ჩანაწერი: „1013.3.3 კულინარიის ხელოვნება Cooking“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები