დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10-19 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.35.101.017413 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის № 33-141 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 04/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.35.101.016242) და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის“:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების ერთჯერადი ტრანსპორტირების საფასური შეადგენს: ა) ძაღლის, კატის შემთხვევაში – 2 ლარს – 1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 5 ლარი; ბ) წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 4 ლარს – 1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 5 ლარი; გ) მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 6 ლარს –1 კილომეტრის მანძილზე, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 10 ლარი.“. 2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ცხოველების ლეშის ერთჯერადი ტრანსპორტირების საფასური შეადგენს: ა) ერთი ერთეული ძაღლის შემთხვევაში 60 ლარს, კატის შემთხვევაში – 40 ლარს, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 5 ლარი; ბ) ერთი ერთეული წვრილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 60 ლარს, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 5 ლარი; გ) ერთი ერთეული მსხვილფეხა პირუტყვის შემთხვევაში – 180 ლარს, დამატებული ტრანსპორტის ერთჯერადი დეზინფექციის საფასური – 20 ლარი.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჭდის („საყურე ნიშნის“) მიმაგრებას.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჭდის მიმაგრება: გ.ა) თავშესაფარში – 3 ლარი; გ.ბ) მისამართზე –16 ლარი.“; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 61 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს მიერ ცხოველების დაჭერა-გაყვანის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ძაღლის დაჭერა-გაყვანა – 60 ლარი; ბ) კატის დაჭერა-გაყვანა – 50 ლარი; გ) მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა – 150 ლარი; დ) წვრილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა –100 ლარი.“. 5. 62 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტოს მიერ რეპელენტით ტერიტორიის დამუშავების საფასური, სამუშაოების კატეგორიების მიხედვით, ერთი კვადრატული მეტრის ფართობზე განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) პირველი კატეგორიის სამუშაოები – 1 ლარი; ბ) მეორე კატეგორიის სამუშაოები – 2 ლარი:“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტოს მიერ ამ მუხლის მიზნებისთვის ქვეწარმავლების დაჭერის საფასური შეადგენს 30 ლარს ერთ დაჭერილ ქვეწარმავალზე.“. 6. 63 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს მიერ ვეტერინარული მომსახურების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) სტერილიზაციის ოპერაცია – 100 ლარი; ბ) კასტრაციის ოპერაცია – 80 ლარი; გ) ანტირაბიული ვაქცინაცია: გ.ა) თავშესაფარში – 20 ლარი; გ.ბ) მისამართზე – 40 ლარი; დ) კომპლექსური ვაქცინაცია: დ.ა) თავშესაფარში – 30 ლარი; დ.ბ) მისამართზე – 50 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები