დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.110.016534 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.110.016148) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში: სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.“. 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი, რომელთა ნიმუშებსა და აღწერილობას ამტკიცებს საკრებულო.“. 3. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში – კომისიის უხუცესმა წევრმა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე – მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. “. 4. 23-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. საკრებულოს კომისიის შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის წესი“. 5. მე-7 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომა“. 6. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 40. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა.“. 7. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საკრებულოს წევრთა რეგისტრაციას შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული საკრებულოს წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ახორციელებს საკრებულოს აპარატი. სხდომაზე დასწრებას საკრებულოს წევრები ადასტურებენ სარეგისტრაციო ფურცელზე ხელმოწერით. 2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი. 3. საკრებულოს უხუცესი წევრი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე წარმართავს საკრებულოს სხდომებს, ხელმძღვანელობს საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, როგორც სხდომის თავმჯდომარე ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს. 4. საკრებულოს პირველი სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით: ა) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება; ბ) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა; გ) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა.“. 8. 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ახალარჩეული საკრებულო ისმენს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებას არჩევნების შედეგების, შემოსული საჩივრების, განცხადებებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამოვლენილი ფაქტების შესახებ.“. 9. 43-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. ახალარჩეული საკრებულოს ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა“. 10. 43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ახალარჩეული საკრებულო სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს ხმის დამთვლელ დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, უმრავლესობით ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.“. 11. 44-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. ახალარჩეული საკრებულოს სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა“. 12. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ახალარჩეული საკრებულო სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, ღია კენჭისყრით, სამი წევრის შემადგენლობით, ირჩევს სამანდატო დროებით კომისიას, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, უმრავლესობით ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს.“. 13. 46-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 46. საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველი საკითხები“. 14. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა; ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) არჩევა; გ) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება; დ) საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება; ე) საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება; ვ) საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა.“. 15. 54-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს სხდომა იწყება დილის 11 საათზე და მთავრდება 18 საათზე. სხდომები მიმდინარეობს შემდეგი განრიგით: ა) დილის სხდომა 11.00-დან 13.00-მდე; ბ) საღამოს სხდომა 14.00-დან 18.00-მდე; გ) შესვენებები 12.00-დან 12.15-მდე; 13.00-დან 14.00-მდე; 16.30-დან 17.00-მდე.“. 16. 104-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები