„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრისთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016994
37
27/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
010250050.35.160.016994
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრისთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №37

2026 წლის 27 მარტი

ქ. რუსთავი

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრისთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის №254 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრისთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის –ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 აპრილის №254 (www.mats№e.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 23/04/2021; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016690) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა)  დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე, 1032, 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,  148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „ქალაქ რუსთავის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 416356696). “;

ბ) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და  დანართი №1-ის სახელწოდება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე, 1032, 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,  148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა  და  აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);“;

გ) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში:

.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე, 1032, 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,   148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანებისა და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული დადგენილების გასაჩივრების  სამართლებრივ  მექანიზმებს.“;

.ბ)  მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 103-ე, 1032, 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,   148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, „სამართალსუბიექტი“ უფლებამოსილია, კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება სამოქმედო ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. უფლებამოსილი თანამშრომელი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, სამართალდამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.“;

გ.გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს, ვის მიმართაც გამოტანილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე, 1032, 1033 მუხლებით, 1034 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,  148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქუჩა №6).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.  

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი