დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 125 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.10.003.025674 |
125
26/03/2026
ვებგვერდი, 26/03/2026
040110030.10.003.025674
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 040110030.10.003.025533) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების“ მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ 2012 წლის 1 იანვრამდე პრივატიზებულია სამეწარმეო საზოგადოების 100% ოდენობის წილი/აქცია და საპრივატიზებო დოკუმენტაციაში/ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ში დაცული მონაცემებით დგინდება, რომ ამავე სამეწარმეო საზოგადოებას კაპიტალში/ბალანსზე ერიცხებოდა შენობ(ებ)ი/ნაგებობ(ებ)ი, რომელთა საკადასტრო აღწერის შედეგად მიღებული ფაქტობრივი ფართობი აღემატება საპრივატიზებო დოკუმენტაციაში მითითებულ ფართობს, შესაბამისი ნამეტი ფართობის პრივატიზების მიზნით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები