დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016791 |
|
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის № 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ოქტომბრის №30 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016373; 01/11/2016) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 -ის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებია: ა) ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული ძველი, ამორტიზებული და საფრთხის შემცველი ლიფტების ახლით შეცვლა; ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია; გ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ლიფტების რეაბილიტაცია და პანდუსების მოწყობა; დ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის დაზიანებული წყალკანალიზაციის, კომუნიკაციების აღდგენა რეაბილიტაცია; ე) მრავალბინიანი საძირკვლების გამაგრება და სარდაფების მოწესრიგება; ვ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სხვა საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია; ზ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა; თ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 -ის მე-5 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. პროგრამით განსაზღვრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა. გამონაკლისს წარმოადგენს ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში არსებული ძველი, ამორტიზებული და საფრთხის შემცველი ლიფტების ახლით შეცვლის ხარჯის დათვლა, რომელსაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონული ბაზრის კვლევის საფუძველზე.“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„დანართი №2
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები