„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 7 თებერვლის №01463/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 7 თებერვლის №01463/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 003
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 27/03/2026
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320000.58.070.016098
003
27/03/2026
ვებგვერდი, 30/03/2026
010320000.58.070.016098
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 7 თებერვლის №01463/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №003

2026 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 7 თებერვლის №01463/21 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.     
„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2018 წლის 7 თებერვლის №01463/21 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 12/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.58.070.016054) დამტკიცებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (დანართი N2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

 

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი) განსაზღვრავს სამსახურში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.

2. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის   მე-3 ნაწილის შესაბამისად მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით, სამსახურის ელექტრონულ მისამართზე: publicinfo@sao.ge.

3. დაინტერესებული პირი საჯარო ინფორმაციას ელექტრონული ფორმით მოითხოვს მე-2 პუნქტში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე წერილობითი განცხადების (შემდგომ – განცხადება) წარდგენის გზით.

4. ამ სტანდარტის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და ელექტრონული ფოსტის მისამართს;

გ) იურიდიული პირის შემთხვევაში: საწარმოს/ორგანიზაციის დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს;

დ) მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელებას;

ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;

ვ) განმცხადებლის ხელმოწერას, მათ შორის – ელექტრონულ ხელმოწერას ან/და შტამპს, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განცხადება ელექტრონულად ხელმოწერილია ან/და შტამპდასმულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

თ) შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, თუ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით სამსახურს წარმომადგენელი მომართავს.

5. ამ სტანდარტის მე-4 პუნქტის დარღვევით განცხადების წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელს მიეცემა გონივრული ვადა დაზუსტებისათვის, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის ინფორმაციას, განცხადება დარჩება განუხილველი.

6. განცხადებას მიღების დღესვე არეგისტრირებს ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამმართველო და რეგისტრაციაში გატარების დადასტურებას (რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით) უგზავნის განმცხადებელს ტელეფონის ნომერზე, თუ ის მითითებულია განცხადებაში, ან შესაბამისი ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

7. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამმართველო ამ განცხადებას გადასცემს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს.

8. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემის ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.

9. საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით განსაზღვრულ ვადებში, განმცხადებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნით.

10. თუ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, სამსახური, განმცხადებლის თანხმობით, უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას სხვა შესაძლო ფორმით, მათ შორის, კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.

11. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

12. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 41-ე მუხლით დადგენილი წესით.

13. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.“.


მუხლი 2.      
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიგიორგი გაბიტაშვილი