„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1462-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 220090000.05.001.103055
1462-Vმს-XIმპ
01/04/2026
ვებგვერდი, 06/04/2026
220090000.05.001.103055
„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.03.2023, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.05.001.020818) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი:

„ქ) ფაქტორინგი − „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება.“.

2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  სესხების, გარანტიების, აკრედიტივებისა და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგის განხორციელება ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;“.

3. მე-16 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განახორციელოს ინვესტიცია (მათ შორის, შექმნას ან შეიძინოს შვილობილი საწარმო) ისეთ იურიდიულ პირში, რომელიც ფინანსური ინსტიტუტია ან რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია მიკრობანკის საქმიანობასთან ან მიკრობანკის სოციალურ პროექტებთან, გარდა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგული კომპანიისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ საწარმოში წილი არ უნდა აღემატებოდეს მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 20 პროცენტს, ხოლო ინვესტიციების ჯამური ღირებულება − მიკრობანკის სააქციო კაპიტალის 30 პროცენტს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკრობანკი არაუმეტეს 1 წლის ვადით გაათავისუფლოს ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროცენტული ზღვრების დაცვისგან;“.

4. 33-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) მიკრობანკმა, ადმინისტრატორმა ან მაკონტროლებელმა პირმა დაარღვია „ფაქტორინგის შესახებ“  საქართველოს კანონის მოთხოვნები;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2026 წ.

N1462-Vმს-XIმპ