„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016755
16
30/03/2026
ვებგვერდი, 01/04/2026
010250020.35.132.016755
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2026 წლის 30 მარტი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №29 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სა­რე­გისტრაციო კოდი: 010250020.35.132.016377) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესი“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილებაზე თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე მაისურაძე



დანართი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობ­რივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვე­პუნ­ქტის შესაბამისად და განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპა­ტიო წოდების მინიჭების საფუძვლებს და განხილვის წესს.

2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებად განისაზღვროს:

ა) საპატიო ბათუმელი;

ბ) ბათუმის საპატიო მოქალაქე;

გ)  დამსახურებული მოღვაწე.

3. საპატიო ბათუმელის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და ბათუმში დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც უკანასკნელი 10 წელი მაინც ცხოვრობდა ბათუმში და სა­ზო­გადოებრივი, პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით/მოღვაწეობით:

ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და  საქარ­თველოს განვითარების საქმეში;

გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ცნობიერების განვი­თა­რების საქმეში ქალაქის, ქვეყნის ან/და საერთაშორისო მასშტაბით;

დ) მხარი დაუჭირა და განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ეკო­ნო­მიკური, სოციალური ან/და სხვა პროგრამები/პროექტები;

ე) პროფესიული ან სხვა საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყ­­ნის და ქალაქის პოპულარიზაციის საქმეში და ა.შ.

4. ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს საქარ­თველოს მოქალა­ქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქა­ლაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეც­ნიერო ან/და სხვა საქ­მი­ანო­ბით (მოღვაწეობით):

ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;

გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ცნობიერების განვი­თარების საქმეში ქალაქის, ქვეყნის ან/და საერთაშორისო მასშტაბით;

დ) მხარი დაუჭირა და განახორციელა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ეკო­ნომიკური, სოციალური და სხვა პროგრამები/პროექტები;

ე) პროფესიული ან/და სხვა საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის და ქალაქის პოპულარიზაციის საქმეში;

ვ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქ ბათუმთან მეგობრული კავში­რების განმტკიცებაში;

ზ) ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვე­ტი­ლე­ბით, შეიძლება გაიცეს აგრეთვე სხვა პირებზე პოლიტი­კუ­რი/საზოგა­დოებ­რივი მნიშ­ვნელობის აქტის ფორმით.  

5.  დამსახურებული მოღვაწის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს პირს, რო­მე­ლიც იმსა­ხურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გა­მოცხა­დე­ბას შესაბამის პროფე­სიულ სფეროში (დარგში):

ა)  ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის, არანაკლებ 20-წლიანი გამოცდილება;

ბ) მნიშვნელოვანი წვლილისთვის დარგის/სფეროს განვითარებაში;

გ) სამეცნიერო მიღწევებისთვის და ა.შ.

6. საპატიო ბათუმელის წოდება პირს მიენიჭება „ბათუმობის“ დღესას­წა­ულ­ზე, დამსახურებული მოღვაწის წოდება პირს მიენიჭება საუბილეო თარიღის აღ­სა­ნიშნავ ან სხვა ოფიციალურ ღონისძიებებზე, ხოლო ბათუმის საპატიო მოქა­ლა­ქე – წლის ნებისმიერ დროს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადა­წყვე­ტი­ლებით.

7. საპატიო წოდება პირს მიენიჭება სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.


მუხლი 2. საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:

ა) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  წარმომადგენ­ლო­ბითი და სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მერს;

გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;

დ) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს;

ე) არანაკლებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრი­რე­ბულ ამომრჩეველთა 50-კაციან საინიციატივო ჯგუფს ან/და საპატიო წოდე­ბის მფლობელ 10 პიროვნებას.

2. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდა­ტუ­რას წარუდგენენ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს დაჯილდოების ცერე­მო­ნიამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღისა, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთვოდეს:

ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარ­დგენა;

ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლება­მო­სილი პირების ინიციატივა, სადაც უნდა აისახოს საპატიო წოდებაზე წარ­დგე­ნილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;

გ) ბიოგრაფიული ცნობები;

დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;

ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ერთი ფერადი ფოტოსურათი, სხვა საჭირო დოკუმენტები, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი, ელფოსტა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა დამ­­­­სა­­­­ხურებული მოღვაწის წოდების წარდგინებას ასევე თან უნდა ერთვოდეს სამუ­შაო სტაჟის შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ ორგანიზაციის არა­ნაკ­ლებ 3 თანამშრომლის რეკომენდაცია, სადაც მუშაობდა (მუშაობს) საპატიო წო­დე­ბაზე წარდგენილი პირი, საჯარო სფეროში დასაქმებული პირის წოდებაზე წარდგენის შემთხვევაში, ამ სფეროში პოლიტიკის გამტარებელი დაწესებულების სარეკომენდაციო წერილი, კერძო სფეროში დასაქმებული პირის წოდებაზე წარ­დგე­ნის შემთხვევაში ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წე­რი­ლი.

4. ამ მუხლის მე-2 პუქტით  განსაზღვრული პროცედურების დაცვა სავალ­დე­ბუ­ლო არ არის ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათ­ვა­ლისწინებულ შემთხვევაში.


მუხლი 3. საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა საკონსულტაციო საბჭო
1. საპატიო ბათუმელისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარ­დგე­ნილი კანდიდატურის საკითხის განხილვისა და დოკუმენტაციის შეს­წავლის მიზნით იქმნება საპატიო წოდების მინიჭების საკითხთა საკონსულტაციო საბჭო (შემ­დგომში – საბჭო).

2. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუ­ნი­­­ციპალიტეტის მერი. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად განისაზ­ღვრე­ბა მერის უფლებამოსილების ვადა.

3. საბჭო შედგება არანაკლებ 10 წევრისაგან.


მუხლი 4. საბჭოს სტრუქტურა, ხელმძღვანელობა, საბჭოს წევრების უფლე­ბა­მოსილება, მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. საბჭოს თავმჯდომარეს და მოადგილეს საბჭოს შემადგენლობიდან ნიშ­ნავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი.

2. საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, უძღვება საბ­ჭოს სხდო­მებს, უზრუნველყოფს საბჭოს მიზნების, ამოცანების და უფლება-ვალ­დე­ბულებების შესრუ­ლე­ბას. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საბ­ჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

3. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმების შედგენას და აღრიცხვას. მდივანი ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომებს და საბჭოს საქმი­ანო­­­ბას, ასევე უზრუნველყოფს საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განხილვის ორგანიზაციული, ტექნიკური და პროცედურული საკითხების მოგვარებას.

4. საბჭოს სხდომა მოიწვევა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჭი­როებისამებრ.

5. საბჭოს მდივანი ადგენს დღის წესრიგს და საბჭოსთვის განსახილველად ამზადებს საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების მქონე სუბიექტების მიერ შემოტანილ დოკუმენტაციას.

6. საბჭოს დღის წესრიგს და დოკუმენტაციას საბჭოს მდივანი წინასწარ აწვდის საბჭოს წევრებს. საბჭოს წევრები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ საბჭოს სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის თაობაზე.   

7. საბჭო, საპატიო წოდების მინიჭებაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისთვის რეკომენდაციის გაწე­ვის გადაწყვეტილებას ღებულობს ღია კენ­ჭის­­ყრით. საბჭო გადაწყვეტილე­ბა­უნა­რიანია, თუ სხდომას ესწრება სიითი შემად­გენლობის არანაკლებ ორი მესამედი. საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება და საპატიო წოდების მინი­ჭებაზე წარდგენა ხორციელდება, თუ საკითხს მხარს დაუ­ჭერს საბჭოს დამსწრე წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საპატიო წოდებაზე წარ­დგე­ნისათვის საჭირო ხმების ვერდაგროვების შემთხვევაში ჩაით­ვლება, რომ საკითხი არ გავიდა, რაც ავტომატურად ნიშნავს საპატიო წოდე­ბის მინიჭებაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენაზე უარის თქმას.

8. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რო­მელ­საც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

9. საბჭოს სხდომებს საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ესწრებო­დეს საპატიო წოდების მინიჭების საკითხის ინიციატორი, საპატიო წოდების მი­ნი­ჭებაზე წარდგენილი პირი ან/და საპატიო წოდების მფლობელი, რომელთა სა­კითხიც განიხილება სხდომაზე.

10. საბჭოს წევრს აქვს უფლებამოსილება:

ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში, დებატებში, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;

ბ) შევიდეს და გადაადგილდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენო­ბაში მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალუ­რის გარდა) შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია საბჭოს მიერ განსახილველ სა­კითხებზე;

დ) შეხვდეს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხე­ლეებს, გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია საბჭოს უფლებამოსი­ლე­ბასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

11. საბჭოს წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმ­ღე­ბად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზ­ღვრუ­ლი;

ე) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;

ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადის ამო­­­­წურ­ვა ან/და უფლებამოსილების შეწყვეტა.


მუხლი 5. საპატიო წოდების მინიჭება, საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განუხილველად დატოვება, საპატიო წოდების მინიჭებაზე უარის თქმა
1. საპატიო წოდების მინიჭება:

ა) საპატიო წოდების (გარდა დამსახურებული მოღვაწისა და ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათ­ვა­ლისწინებული შემთხვე­ვისა) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, შესაბამისი ბრძანების გამოცემით, მხოლოდ საბჭოს სარეკო­მენ­დაციო დასკვნის საფუძველზე;

ბ) დამსახურებული მოღვაწის და ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათ­ვა­ლისწინებულ შემთხვევაში ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ან/და მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი საბჭოს გარეშე, მერიის შესა­ბა­მი­სი სტრუქტურული ერთეულის მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე ან/და დასკვნის გარეშე;

გ)  საპატიო წოდების მინიჭების დროს ხდება სიგელის გადაცემა, რომლის ფორ­მას ამტკიცებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, სიგელში აღინიშ­ნება: საპატიო წოდების სახე, პიროვნების საიდენტიფიკაციო მონაცემები, მოკლე დასაბუთება (დამსახურება/მიღწევები). სიგელზე დატანილი უნდა იყოს ქალაქ ბათუ­მის მუნიციპალიტეტის გერბი (შესაძლებელია სიგელის გადატანა ლი­თო­ნის სპე­ციალურ ფირფიტაზე (შემდგომში – სადგამზე), რომლის დამზადებას უზ­რუნ­­ველ­­ყოფს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტუ­რუ­ლი ერთეული;

დ) ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდე­ბის მინი­ჭების შემთხვევაში, შესაძ­ლებელია პიროვნებას გადაეცეს სამკერდე ნიშანი ან/და ჯილდო, რომლის დამზა­დებას უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მუნიციპალი­ტე­ტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული;

ე) საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთ­დება სპეცი­ალურ ელექტრონულ წიგნში, რომლის წარმოებას უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის შესაბამისი განყო­ფი­ლება;

ვ) საპატიო წოდების გადაცემა, როგორც წესი ხდება საზეიმო ვითარებაში.

2. საპატიო წოდების საკითხის განუხილველად დატოვება:

ა) საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განუხილველად დატოვების სა­ფუძ­ველი შეიძლება იყოს, ამ დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაციის არასრულ­ყოფილი წარმოდგენა (გარდა ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათ­ვა­ლისწინებული შემთხვევისა);

ბ) საპატიო წოდების მინიჭებაზე საკითხის ინიცირება არაუფლებამოსილი პირის მიერ;

გ) საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენა ამ დადგენილებით გათვალის­წი­ნებული ნორმების დარღვევით;

დ) განსაზღვრულ ვადაში საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განხილ­ვაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობა;

ე) საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განუხილველად დატოვების სა­ფუძ­ვლების შესახებ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და საჯარო მოსამსახურე წარუდგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს. საპა­ტიო წოდების მინიჭების საკითხის განუხილველად დატოვება ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პალიტეტის მერთან შეთანხმებით, ეცნობება საპატიო წოდების მინიჭების საკითხის ინიციატორს;

ვ) საბჭოს უფლებამოსილების ვადაში ერთი და იმავე კანდიდატის განმეორებით წარდგენა.

3. საპატიო წოდების მინიჭებაზე უარის თქმა:

ა) საპატიო წოდების (გარდა დამსახურებული მოღვაწისა და ამ წესის პირ­ველი მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათ­ვა­ლისწინებული შემთხვე­ვისა)  წარდგენაზე გადაწყვეტილების მისაღებად საბჭოს წევრთა საჭირო ხმების ვერ დაგროვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ საკითხი არ გავიდა, რაც ავტო­მა­ტუ­რად ნიშნავს საპატიო წოდების მინიჭებაზე უარის თქმას და დამატებით ამ სა­კითხზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება არ გამოიცემა;

ბ) საპატიო წოდების (გარდა დამსახურებული მოღვაწისა ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათ­ვა­ლისწინებული შემთხვევისა)  მინი­ჭე­ბის საკითხზე მიღებულ საბჭოს უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ინ­ფორ­­­მა­ციას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტუ­რული ერ­თე­­ული ან/და საჯარო მოსამსახურე წარუდგენს ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პალი­ტეტის  მერს, ასევე აღნიშნულის შესახებ აცნობებს ინიციატორს;

გ) დამსახურებული მოღვაწის წოდების მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქ­ტუ­­რული ერთე­ულის დასკვნის ან/და დასკვნის გარეშე ღებულობს ქალაქ ბათუ­მის მუნიციპა­ლი­ტეტის მერი, რის შესახებაც ეცნობება ინიციატორს.


მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
წესში ცვლილების და დამატებე­ბის შეტანა ხორციელდება კანონით დად­გენილი წესით.