დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1461-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2027 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.05.001.103048 |
|
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ფაქტორინგი – „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გარიგება;“. 2. მე-10 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. კომერციულ ბანკს ეკრძალება, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს ნებისმიერი ოდენობის წილს „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფაქტორინგულ კომპანიაში, აგრეთვე იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან რომლის საქმიანობაც არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან კომერციული ბანკის სოციალურ პროექტებთან. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დილინგური ოპერაციების განხორციელებისთვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდებზე.“. 3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სესხების გაცემა, სამომხმარებლო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგი, კომერციული გარიგებების დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა, ფორფეტირების ჩათვლით;“. 4. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ3“ ქვეპუნქტი: „ა.ვ3) „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
|
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1461-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები