„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1457-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2027
სარეგისტრაციო კოდი 040170280.05.001.103051
1457-Vმს-XIმპ
01/04/2026
ვებგვერდი, 06/04/2026
040170280.05.001.103051
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1(8), 1999 წელი, მუხ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სახელმწიფო ორგანოს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოს, რომელშიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალება ფინანსურ ინსტიტუტში წილის ფლობა, გარდა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდსა და „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებულ ფაქტორინგულ პლატფორმაში წილების ფლობისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-2  მუხლის 54-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„54. ფინანსური ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება და რომელიც მოქმედებს კომერციული ბანკის, მიკრობანკის, სადაზღვევო ორგანიზაციის, გადამზღვეველი კომპანიის, საპენსიო კომპანიის, საინვესტიციო ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, საბროკერო კომპანიის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის, ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის, საინვესტიციო ფონდის, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის, აქტივების მმართველი კომპანიის ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახით. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია გააფართოოს და განმარტოს ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.


 

 


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

1 აპრილი 2026 წ.

N1457-Vმს-XIმპ