„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 26/03/2026
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320010.32.061.016472
10
26/03/2026
ვებგვერდი, 31/03/2026
010320010.32.061.016472
„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №10

2026 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 29 აგვისტოს №27 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 02/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320010.32.061.016195) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება შემდეგ ადმინისტრაციულ ორგანოებზე:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტრო;

გ) ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;

დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება;

ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეგიორგი ჯინჭარაძე