„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 26/03/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 300350000.16.009.016808
2
26/03/2026
ვებგვერდი, 30/03/2026
300350000.16.009.016808
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №2

2026 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე და 81-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილების (ვებგვერდი, 29/06/2021, სარეგისტრაციო კოდი: 300350000.16.009.016456) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“:

ა) 222 მუხლის:

ა.ა) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებისა და აქტის შედგენის წესი მოცემულია წესების დანართ №7-ში. აკრედიტირებული პირის ან სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურების დასკვნა/აქტი უნდა შედგეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებისა და აქტის შედგენის წესის დანართი №7.1-ით დამტკიცებული ფორმით.“;

ა.ბ) მე-10 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. სისტემის ოპერატორის მიერ, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურების მოთხოვნაზე, მომხმარებლის განაცხადის განხილვასა და რეაგირებაზე ვრცელდება წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა და ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობები.“;

ბ) 70-ე მუხლის:

ბ.ა) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. 50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების (გარდა საბითუმო ბაზარზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის წარმოების საშუალებისა) მფლობელი მომხმარებელი, რომელიც გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე, ვალდებულია 2026 წლის პირველ სექტემბრამდე სისტემის ოპერატორს წარუდგინოს მის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ წესებით გათვალისწინებული დასკვნა/აქტი. აღნიშნული დასკვნის/აქტის წარუდგენლობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა უნდა იმოქმედოს წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მათ შორის, სამი თვის ვადაში თავად განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურება წესების 222 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმირებისა და საფასურის დარიცხვის პირობის შესაბამისად. ამასთან, თუ ზედიზედ ორჯერ, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი განზრახ არ დაუშვეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დასადგენად, ამ ფაქტის დაფიქსირების მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და მასზე ვრცელდება წესების 221 მუხლით გათვალისწინებული პირობები.";

ბ.ბ) 21-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 პუნქტი:

,,211. იმ შემთხვევაში, თუ სისტემის ოპერატორმა დადგმული სიმძლავრის დადასტურებაზე მომხმარებლის განაცხადი მიიღო 2026 წლის 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე გარდამავალ პერიოდში, რა დროსაც ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად სისტემის ოპერატორი თავად ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურებას, დადგმული სიმძლავრის დადასტურებაზე მომხმარებლის განაცხადის განხილვასა და რეაგირებაზე ვადა განისაზღვრება 15 სამუშაო დღით.“; 

ბ.გ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. 50 კილოვატი და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების (გარდა საბითუმო ბაზარზე რეგისტრირებული ელექტროენერგიის წარმოების საშუალებისა) მფლობელი მომხმარებელი, რომლის მიერთების განაცხადი შესრულების პროცესშია 2025 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ვალდებულია ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ დასკვნა/აქტი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს მიერთების სამუშაოების დასრულებიდან 8 თვის ვადაში. აღნიშნული დასკვნის/აქტის წარუდგენლობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა უნდა იმოქმედოს წესებით განსაზღვრული პირობებით, მათ შორის, სამი თვის ვადაში თავად განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურება წესების 222 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ზუსტი თარიღის შესახებ ინფორმირებისა და საფასურის დარიცხვის პირობის შესაბამისად. ამასთან, თუ ზედიზედ ორჯერ, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი განზრახ არ დაუშვეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დასადგენად, ამ ფაქტის დაფიქსირების მომდევნო საანგარიშსწორებო თვიდან ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და მასზე ვრცელდება წესების 221 მუხლით გათვალისწინებული პირობები.“;

ბ.დ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,23. ამ მუხლის 21-22-ე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2026 წლის პირველ ივნისამდე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელს მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის შესახებ განახლებული ინფორმაციის წარდგენის აუცილებლობისა და აღნიშნული ინფორმაციის წარუდგენლობის შედეგების შესახებ.“;

ბ.ე) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,24. გამანაწილებელ ქსელთან 2025 წლის პირველ ოქტომბრამდე მიერთებულ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ამ მუხლის შესაბამისად ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესახებ დასკვნა/აქტში მოცემული ფაქტობრივი მდგომარეობა და მის საფუძველზე განაახლოს აღნიშნული სადგურის დადგმული სიმძლავრისა და გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების შესახებ მონაცემები. ამასთან:

ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელზე ასევე ვრცელდება წესების 222 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პირობები, რომლის თანახმად მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, სისტემის ოპერატორის მიერ დადგმული სიმძლავრის დადასტურებიდან 8 თვის ვადაში განაახლოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე (სისტემის ოპერატორის მიერ დადგმული სიმძლავრის დადგენამდე დაფიქსირებული სიმძლავრის ფარგლებში);

ბ) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს ან/და იმ ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან 2025 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით არსებულ მისაერთებელ სიმძლავრეს, რომლის შიდა ქსელთან არის მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ამ ფაქტის დაფიქსირებისთანავე ელექტროენერგიის წარმოების საშუალება კარგავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს, წესების 221 მუხლის შესაბამისად.“;

გ) წესებს დანართი №6-ის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №7

„დანართი №7

ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებისა და აქტის შედგენის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადგენასთან დაკავშირებული სამუშაოების განხორციელებისა და აქტის შედგენის წესი (შემდგომში – დადგმული სიმძლავრის დადასტურების წესი) განსაზღვრავს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესაბამისობის შეფასების პირობებს კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №19 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებთან“ (შემდგომში – წესებთან), მათ შორის, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობებთან და წესებით დადგენილ სიმძლავრის ზედა ზღვართან და ადგენს ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების, აღწერისა და აქტის შედგენის წესს.

2. დადგმული სიმძლავრის დადასტურების წესი ვრცელდება ელექტროენერგიის წარმოების იმ საკუთარ საშუალებებზე, რომლისთვისაც წესების 222 მუხლით სავალდებულოა დადგმული სიმძლავრის დადასტურება, კერძოდ, 50 კვტ და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებებზე (მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე), რომლებიც არ არიან რეგისტრირებული საბითუმო ბაზარზე.

3. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურება ხორციელდება ობიექტზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების აღწერის საფუძველზე, რა დროსაც უნდა განხორციელდეს დადგმული სიმძლავრის შესაბამისობის შეფასება წესებთან (მათ შორის, ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობებთან, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების გაცხადებულ/დადასტურებულ სიმძლავრესთან, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, ასევე წესებით დადგენილ სიმძლავრის ზედა ზღვარსა და აღნიშნული ზღვრისთვის დადგენილ ანგარიშსწორების რეჟიმთან). აღნიშნული ინსპექტირება მოიცავს უშუალოდ ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებისა და მისი შიდა ელექტრულ ქსელთან დაერთების ნაწილის ვიზუალურ დათვალიერებას, აგრეთვე დადგმული სიმძლავრეების (მათ შორის, სარეზერვო ან/და რემონტში გაყვანილი სიმძლავრეების) შესახებ მონაცემების გადამოწმებასა და აღწერას.

მუხლი 2. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესაბამისობის შეფასება

1. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს წესებს, მათ შორის, ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობებს, ელექტროენერგიის წარმოების საშუალების გაცხადებულ/დადასტურებულ სიმძლავრეს, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, ასევე წესებით დადგენილ დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარსა და ამ ზღვრისთვის დადგენილ ანგარიშსწორების რეჟიმს (ნეტო დარიცხვა/ნეტო აღრიცხვა).

2. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესაბამისობის შეფასების მიზნით უნდა განხორციელდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების, მისი ქსელში ჩართვის სქემის (სინქრონული/ინვერტორული სქემის) და მოწყობილობა/დანადგარების დათვალიერება და ფაქტობრივი გარემოებების აღწერა შიდა ელექტრულ ქსელთან დაერთების ნაწილში.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შედეგად უნდა დადგინდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის შესაბამისობა წესებთან (მათ შორის, ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობებთან, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების გაცხადებულ/დადასტურებულ სიმძლავრესთან, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, ასევე წესებით დადგენილ სიმძლავრის ზედა ზღვარსა და ამ ზღვრისთვის დადგენილ ანგარიშსწორების რეჟიმთან).

მუხლი 3. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადგენის მეთოდი

1. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადგენის მიზნით, უნდა განხორციელდეს ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების და მოწყობილობა/დანადგარების დათვალიერება და ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, შიდა ელექტრულ ქსელთან დაერთების ნაწილში, მათ შორის, მისი შიდა ელექტრულ ქსელზე დაერთების სქემის დათვალიერება და აღწერა.

2. თუ ელექტროენერგიის წარმოების საშუალების ელექტრომოწყობილობა-დანადგარის ტიპისა ან სიმძლავრის დადგენა შესაძლებელია უშუალოდ მოწყობილობაზე დატანილი საპასპორტო/საქარხნო მონაცემების მიხედვით, უპირატესობა ენიჭება ამ მონაცემებს.

3. თუ მოწყობილობაზე დატანილი საპასპორტო/საქარხნო მონაცემების დადგენა შეუძლებელია მოწყობილობის დემონტაჟის, სამაგრის მოხსნის ან სხვა ისეთი ჩარევის გარეშე, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი დათვალიერების ფარგლებს, დანადგარის ტიპისა და სიმძლავრის დადგენა შესაძლებელია განხორციელდეს მისი შესყიდვის დოკუმენტაციის, სასაქონლო ზედნადების, მიღება-ჩაბარების აქტის, მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტის ან სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აქტში უნდა მიეთითოს იმ დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია, რომლის გათვალისწინებითაც დადგინდა ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების მოწყობილობა დანადგარის ტიპი და სიმძლავრე.

5. გამანაწილებელ ქსელში ინვერტორის საშუალებით ჩართული ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებულ დადგმულ სიმძლავრესა და მუდმივი დენის მხარეს წარმოების მოწყობილობების დადგმულ სიმძლავრეს შორის უმცირესი სიმძლავრით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება გამანაწილებელ ქსელში აწვდის ელექტროენერგიას ერთზე მეტი ინვერტორის საშუალებით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ინვერტორების ცვლადი დენის მხარეს არსებულ, დადგმულ სიმძლავრეთა ჯამით. ასეთ შემთხვევაში, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის განსაზღვრისას, ერთდროულად უნდა იქნეს გათვალისწინებული როგორც ინვერტორის, ასევე მზის პანელების საპასპორტო მონაცემები და ადგილზე არსებული სხვა ტექნიკური გარემოებები. თუ აღმოჩნდა, რომ დამონტაჟებული მზის პანელების დადგმული სიმძლავრე ნაკლებია ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებულ დადგმულ სიმძლავრეზე, ამ შემთხვევაში ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე უნდა განისაზღვროს მზის პანელების დადგმული სიმძლავრით. 

6. ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, რომელიც გამანაწილებელ ქსელში არ არის ჩართული ინვერტორის საშუალებით, დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ტურბინისა და გენერატორის ნომინალურ სიმძლავრეებს შორის უმცირესი მაჩვენებლით, თუ ობიექტის ტექნიკური კონფიგურაციიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

7. ობიექტზე დამონტაჟებული სარეზერვო ან რემონტში გაყვანილი დანადგარი აქტში აისახება ცალკე, მათი სტატუსის მითითებით, თუმცა მათი დადგმული სიმძლავრე გათვალისწინებული იქნება ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში.

მუხლი 4. აქტის შინაარსი

1. დადგმული სიმძლავრის დადასტურების შედეგები უნდა აისახოს წინამდებარე დადგმული სიმძლავრის დადასტურების წესის დანართი №7.1-ით დამტკიცებული აქტის ფორმით.

2. აქტში უნდა აისახოს:

ა) ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ;

ბ) ინფორმაცია აქტის შემდგენის შესახებ;

გ) ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების შესახებ;

დ) ინფორმაცია ფაქტობრივად არსებულ დადგმული სიმძლავრისა და აღნიშნული სიმძლავრის შესაბამისობის შესახებ სისტემის ოპერატორის მიერ გაცემულ ტექნიკურ პირობებთან, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების გაცხადებულ/დადასტურებულ სიმძლავრესთან, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, ასევე წესებით დადგენილ სიმძლავრის ზედა ზღვართან;

ე) ელექტროენერგიის წარმოების საშუალების ქსელზე დაერთების სქემის აღწერა (საიდანაც წარმოების საშუალება გამანაწილებელ ქსელში აწვდის ელექტროენერგიას) და სარეზერვო ან რემონტში გაყვანილი დანადგარების შესახებ ინფორმაცია;

ვ) მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში:

ვ.ა) მზის პანელების რაოდენობა, ტიპი, ინდივიდუალური და ჯამური ნომინალური სიმძლავრე;

ვ.ბ) მუდმივი დენის ცვლად დენად გარდამქმნელი ინვერტორების რაოდენობა (საიდანაც გამანაწილებელ ქსელში აწვდის ელექტროენერგიას), მათი ტიპი, სერიული ნომერი, ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე;

ზ) სხვა ტიპის ელექტროსადგურის შემთხვევაში:

ზ.ა) პირველადი ენერგიის გარდამქმნელი დანადგარის (მაგ., ტურბინის) ტიპი, სერიული ნომერი, ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე;

ზ.ბ) გენერატორის ტიპი, სერიული ნომერი, ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე.

თ) შეფასების შედეგად გაკეთებული დასკვნა შესაბამისობის შესახებ;

ი) დადგმული სიმძლავრის განსაზღვრისთვის გამოყენებული მონაცემები და დოკუმენტაციის ჩამონათვალი;

კ) შენიშვნები და განსაკუთრებული გარემოებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

მუხლი 5. მინიმალური მოთხოვნა იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის განსაზღვრას

1. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების ფაქტობრივად დადგმული სიმძლავრის განსაზღვრასა და მის შესაბამისობას წესებთან (მათ შორის, ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობებთან, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების გაცხადებულ/დადასტურებულ სიმძლავრესთან, ხოლო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში ასევე წესებით დადგენილ სიმძლავრის ზედა ზღვართან) ახორციელებს პირი, რომელსაც აქვს „ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №340 დადგენილებით გათვალისწინებული არანაკლებ ელექტროუსაფრთხოების III ჯგუფი (ელექტროუსაფრთხოების კონრეტული ჯგუფი უნდა შეიცვალოს წარმოების საშუალებისა და მისი ქსელის მახასიათებლებიდან გამომდინარე, აღნიშნული დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად).

2. შემფასებელი პირი ვალდებულია ფლობდეს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც საჭიროა ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის განსაზღვრისთვის და მისი ელექტრულ ქსელზე დაერთების სქემის დათვალიერებისთვის, რელევანტური ტექნიკური მონაცემების იდენტიფიცირებისა და აღწერისთვის. ამასთან, იგი არ უნდა მონაწილეობდეს იმ ობიექტის დადგმული სიმძლავრის დადასტურებაში, რომლის პროექტირებაში, მოწყობაში, მონტაჟში თავად მონაწილეობდა.

დანართი №7.1

ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრის დადასტურების აქტი

აქტის შედგენის თარიღი ---/----------/-----

1. ინფორმაცია მომხმარებელზე:

1.1. აბონენტის ნომერი: -----------------------------------------

1.2. სახელი: ----------------------- გვარი: ------------------- პირადი N:-----------------

1.2.1. იურიდიული პირის შემთხვევაში: საიდენტიფიკაციო კოდი: -------------------

სახელწოდება: ----------------------------------------------

1.3. ტელეფონის ნომერი: ---------------------------------------

1.4. მისამართი ---------------------------------------------------------------------------------------

1.5. საკადასტრო კოდი: -----------------------------------------

1.6. მისაერთებელი სიმძლავრე: -----------------------------------------

2. ინფორმაცია აქტის შემდგენი კვალიფიციური სუბიექტის შესახებ:

2.1. აქტი შედგენილია:

□  სისტემის ოპერატორის მიერ;

  სხვა პირის მიერ, ასევე მიუთითეთ მისი (შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს) კომპეტენციის დამადასტურებელი სტატუსი:   -----------------------------------------

2.2. საიდენტიფიკაციო კოდი:----------------------------------

2.3. სახელწოდება: -------------------------------------------------------------------------

2.4. მისამართი:-----------------------------------------------------------------------------

2.5. აქტის შემდგენი ფიზიკური პირის:

2.5.1. სახელი: -----------------  გვარი:--------------

2.5.2 .პირადი ნომერი: -----------------------------

2.5.3 .თანამდებობა: --------------------------------------------------------------------------

2.5.4. კვალიფიკაცია: ------------------------------------------------------------------------

2.5.5. ტელეფონის ნომერი: --------------------------------------------------------

3. ინფორმაცია ელექტროენერგიის წარმოების საკუთარ საშუალებაზე: 

3.1. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების პირველადი ენერგიის წყარო:

               მზე;     ქარი;     ჰიდრო; ან   სხვა წყარო:       

3.2.ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება სარგებლობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით:

 არა; ან    დიახ.

3.3. ელექტრონერგიის წარმოების საკუთარი საშუალების გაცხადებული (განაცხადით ან ტექნიკური პირობით დაფიქსირებული დადგმული სიმძლავრე):--------------------------------------------------------            

3.4. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების ქსელში ჩართვის სქემა:

 სინქრონული;

 გამმართველ-ინვერტორის საშუალებით;

 სხვა--------------------------------------------------------           

3.5. ჩართვის სქემის აღწერა: 

---------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------

3.6. ქვემოთ მოცემული ცხრილი ივსება მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში:

პანელების ტიპი

პანელების რაოდენობა

ერთი პანელის სიმძლავრე

პანელების ჯამური სიმძლავრე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინვერტორის სერიული

ინვერტორის ტიპი

ნომინალური სიმძლავრე

მაქსიმალური სიმძლავრე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინვერტორების ჯამური სიმძლავრე

 

 

ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრე[1]

 



[1] ელექტროსადგურის დადგმულ სიმძლავრედ განისაზღვრება ინვერტორის ცვლადი დენის მხარეს არსებულ დადგმულ სიმძლავრესა და მუდმივი დენის მხარეს წარმოების მოწყობილობების  დადგმულ სიმძლავრეს შორის უმცირესი სიმძლავრე.

3.7. ქვემოთ მოცემული ცხრილი ივსება სხვა ტიპის ელექტროსადგურის შემთხვევაში:

 

სერიული №

ტიპი

ნომინალური სიმძლავრე

მაქსიმალური სიმძლავრე

გენერატორი

 

 

 

 

ტურბინა

 

 

 

 

ტურბინა გენერატორის დადგმული სიმძლავრე

 

ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების დადგმული სიმძლავრე[2]

 



[2] დადგმული სიმძლავრე განისაზღვრება ტურბინისა და გენერატორის ნომინალურ სიმძლავრეებს შორის უმცირესი მაჩვენებლით.

4. დასკვნა:

4.1. ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე შეესაბამება წესებით დადგენილ მოთხოვნებს (მათ შორის, ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობებს და ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების გაცხადებულ/დადასტურებულ სიმძლავრეს):

  დიახ[3];

 არა, მიზეზი:----------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 [3] მონიშნეთ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება  ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობებით და ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების გაცხადებულ/დადასტურებულ სიმძლავრეს.

4.2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, 4.1 პუნქტში უარყოფითი პასუხის მონიშვნის შემთხვევაში ასევე შეავსეთ (4.2.1 ან 4.2.2 პუნქტი):

4.2.1. ☐ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა სისტემის ოპერატორის ქსელში 20%-იანი ზღვრის ათვისების შემდგომ და სარგებლობს ნეტო დარიცხვის ანგარიშსწორების რეჟიმით (ამ პუნქტის მონიშვნისას შეავსეთ ცხრილი №4.2.1):

ცხრილი №4.2.1

 

ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე

შენიშვნა

ა) აღემატება კომისიის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს  (100 კვტ-ს)

ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება დაკარგავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და შეჩერდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვის და ანგარიშსწორების პირობები.

ბ) აღემატება მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, მაგრამ არაუმეტეს 100 კილოვატისა

სისტემის ოპერატორი მომხმარებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 20 დღის ვადას მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში გაფრთხილების შემდეგ სისტემის ოპერატორი შეწყვეტს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ან იმ მომხმარებლის ელექტრომომარაგებას, რომლის შიდა ქსელზეც დაერთებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური

გ) აღემატება გაცხადებულ/დადასტურებულ სიმძლავრეს, მაგრამ არაუმეტეს მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრისა და 100 კილოვატისა

სისტემის ოპერატორი განაახლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის შესახებ ინფორმაციას

 

4.2.2.   მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთდა სისტემის ოპერატორის ქსელში 20%-იანი ზღვრის ათვისებამდე და სარგებლობს ნეტო აღრიცხვის ანგარიშსწორების რეჟიმით (ამ პუნქტის მონიშვნისას შეავსეთ ცხრილი №4.2.2):

ცხრილი №4.2.2

 

ფაქტობრივი დადგმული სიმძლავრე

შენიშვნა

ა) აღემატება კომისიის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს  (500 კვტ-ს)

ამ შემთხვევაში, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება დაკარგავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს და შეჩერდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დარიცხვისა და ანგარიშსწორების პირობები

ბ) აღემატება მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს, მაგრამ არაუმეტეს 500 კილოვატისა

იმ შემთხვევაში თუ ამ ფაქტის დაფიქსირებისას:

1) სისტემის ოპერატორის ქსელში 20%-იანი ზღვარი არ არის ათვისებული, სისტემის ოპერატორი მომხმარებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 20 დღის ვადას მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის. აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, გაფრთხილების შემდეგ, სისტემის ოპერატორი შეწყვეტს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ან იმ მომხმარებლის ელექტრომომარაგებას, რომლის შიდა ქსელზეც დაერთებულია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.

2) სისტემის ოპერატორის ქსელში 20%-იანი ზღვარი ათვისებულია, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება დაკარგავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს. 

გ) აღემატება გაცხადებულ/დადასტურებულ სიმძლავრეს, მაგრამ არაუმეტეს მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელ სიმძლავრეს (სისტემის ოპერატორთან  2025 წლის პირველ ოქტომბრის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისაერთებელ სიმძლავრეს)

იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დაფიქსირებისას:

1) სისტემის ოპერატორის ქსელში 20%-იანი ზღვარი არ არის ათვისებული, სისტემის ოპერატორი განაახლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის შესახებ ინფორმაციას.

2) სისტემის ოპერატორის ქსელში 20%-იანი ზღვარი ათვისებულია, ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალება დაკარგავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 2025 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით ობიექტის მისაერთებელ სიმძლავრეს, რომლის შიდა ქსელთან არის მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ამ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი განაახლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის შესახებ ინფორმაციას. 

5. თანდართული დოკუმენტაცია:

5.1.წარმოების საკუთარი საშუალების მოწყობილობა-დანადგარის საპასპორტო-საქარხნო მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ;

5.2.დადგმული სიმძლავრის დადგენისთვის გამოყენებული შესყიდვის ან სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია (იმ შეთხვევაში, თუ სამაგრების მოხსნის გარეშე შეუძლებელია პანელის საპასპორტო/საქარხნო მონაცემების დადგენა) ;

5.3. ფოტოსურათ(ებ)ი: ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალების სრული ხედით (გვერდითი ან/და ზედხედით), მისი განთავსების ადგილის/მონტაჟის ტიპის ჩვენებით  ;

5.4.სხვა დოკუმენტაცია  .

მხარეთა ხელმოწერები:

აქტის შემდგენი:-----------------------------

ობიექტის წარმომადგენელი:-----------------------------.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიდავით თვალაბეიშვილი
კომისიის წევრიგივი სანიკიძე