დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრის გამოყენებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-53. 5326086001 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.165.016010 |
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-53. 5326086001
2026 წლის 27 მარტი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში სახელწოდების არმქონე ქუჩების არაბული ციფრის გამოყენებით სახელდების შესახებ
,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის 2026 წლის 25 მარტის დასკვნის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. განხორციელდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრის გამოყენებით და ეწოდოს 42-ე ქუჩის მე-2 შესახვევი და 42-ე ქუჩის მე-3 შესახვევი თანდართული დანართის შესაბამისად.
2. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გილაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები