დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.018005 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 აპრილის №324 ბრძანებაში (სსმ, №46, 23/04/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.033.014539) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ (დანართი №1) მე-6 მუხლის:
1. 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 და 54 პუნქტები: „53. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საგამოძიებო (მათ შორის, პროკურატურის), ოპერატიულ დანაყოფებში ან მოსამართლედ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო და/ან საბაჟო ორგანოებში (აუდიტის/საგადასახადო მონიტორინგის/ანალიტიკის/საბაჟო მიმართულებით – რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. 54. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საგამოძიებო (მათ შორის, პროკურატურის), ოპერატიულ დანაყოფებში ან მოსამართლედ ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო და/ან საბაჟო ორგანოებში (აუდიტის/საგადასახადო მონიტორინგის/ანალიტიკის/საბაჟო მიმართულებით – რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“. 2. 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 პუნქტი: „92. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი: ა) უმაღლესი განათლება; ბ) გამომძიებლად ან ოპერატიულ თანამშრომლად ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალ საგადასახადო და/ან საბაჟო ორგანოებში (აუდიტის/საგადასახადო მონიტორინგის/ანალიტიკის/საბაჟო მიმართულებით – რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს საბაჟო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 ნოემბრის №790 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №782 ბრძანების ცოდნა; დ) უცხო ენის ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები